თორნიკე ალაშვილი დაიბადა 1963 წელს ქ. ქუთაისში. 1988 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა. გაიარა ინტერნატურის კურსი ყიფშიძის სახელობის თერაპიის ინსტიტუტში. განაწილებით მუშაობდა მანგლისის სასწრაფო დახმარების ექიმად. ამავე დროს, 1989 წლიდან რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს, ხალხური მედიცინის კაბინეტის გამგედ დაინიშნა.
ჰომეოპათიაში 1990 წელს გაიარა საკვალიფიკაციო კურსი. 1991–94 წლებში ისმენდა პროფესორ ბენიშის ლექცია–სემინარების ციკლი. 1994 წლიდან მუშაობდა თბილისის მე–13 პოლიკლინიკის ჰომეოპათიური განყოფილების გამგედ. საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის წევრია 1996 წლიდან. 2006–2009 წლებში ჰოლანდიელი ექიმი–ჰომეოპათების და ფსიქოთერაპევტების სასწავლო–პრაქტიკული ციკლის კოორდინატორი გახლდათ. მონაწილეობას ღებულობდა იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დახმარების გასვლით ღონისძიებებში. მუდმივად ესწრება საერთაშორისო სემინარებსა და კომფერენციებს. არის 50–ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიის ავტორი. ჰყავს 30 მოსწავლე, მათ შორის, ორი მათგანი ალტერნატიული ნობელის პრემიის ლაურეატის ჯორჯ ვიტულკასის სახელობის საერთაშორისო ჰომეოპათიური აკადემიის კურსდამთავრებულია. 2006 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტად და 2007 წელს მის ნამდვილ წევრად. 2008 წლიდან ფირმა ,,ჰეკატეს ბაღი“–ს დამფუძნებელია, ხოლო 2009 წლიდან ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის კლინიკა, შ.პ.ს ,,ოჯახის მკურნალი“ დააფუძნა და მისი დირექტორია.
ალბომი



