• სახელი:
  • პაროლი:

Homeophathy and Georgien Traditional Medicine » სიახლეები 03.01.2011
ავოტრი: tornike 3-01-2011, 15:10
 დამტკიცებულია, რომ ზოგიერთი ჰომეოპათიური საშუალება გამოსადეგია მხოლოდ ბავშვთა ასაკში ისინი მათზე ზემოქმედებენ ეფექტურად.
ქვემოთ ჩამოთვლილია ბავშვთა ასაკში უკვე გამოცდილი ჰომეოპათიური საშუალებები და მოცემულია მათი მოკლე დახასიათება.
Acidum  phosphoricum - ბავშვი ყველაფრის მიმართ გულგრილია, არაფერს ითხოვს.
Aethusa - ბავშვი ჭამის დამთავრებისთანავე აღებინებს რძეს სრულიად.



ავოტრი: tornike 3-01-2011, 17:01

                                            ჰომეოპათიური კონსტიტუციური  ტიპები
                                                                  <<შესავალი>>

    ჰომეოპათიაში არსებობს ე.წ. კონსტიტუციური ტიპები, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ხასიათის მქონე ადამიანებს აქვთ წინასწარგანწყობა ამა თუ იმ დაავადებების მიმართ და ადამიანის ემოციები და მის ორგანიზმში განვითარებული დაავადებები კავშირშია ერთმანეთთან. წარმოგიდგენთ კონსტიტუციურ ტიპებს, რომლებშიც შესაძლოა თქვენი თავი ან თქვენი ახლობელი ამოიცნოთ.

   --- BELLADONNA

აღგზნებული, თვალწარმტაცი ახალგაზრდა ქალები, რომლებიც ასხივებენ მშვენიერებასა და მხიარულებას, მბრწყინავი თვალებით, გაფართოებული გუგებით, ღია ფერის კანით და შეფაკლული ლოყებით – ესაა  Bella Donna, მეჯლისის დედოფალი, რომელიც ღირსებითა და კმაყოფილებით ღებულობს გარშემომყოფთა თაყვანისცემას.
Bella Donna-ს ტიპის ადამიანები ადვილად აღგზნებადები არიან, მათზე ადვილია შთაბეჭდილების მოხდენა, ისინი ძლიერად და ღრმად გრძნობენ, მაგრამ, ჩვეულებრივ, არ შეუძლიათ თავისი გრძნობების დიდხანს შენარჩუნება. მგრძნობიარენი და ამთვისებლები, ისინი სწრაფად აღწევენ სხვებისათვის უცხო ემოციურ სიმაღლეებს; მსახიობები, მხატვრები, მუსიკოსები ხშირად მიეკუთვნებიან Bella Donna-ს ტიპს.
წამყვანი კლინიკური ნიშანი არის პერიფერიული სიწითლე და სასტიკი, მფეთქავი ტკივილი, რომელიც მოულოდნელად იწყება და სწრაფადვე ქრება. მათი სიზმრები ფერადი და ცოცხალია, წითელი ფერის დომინირებით.
ბავშვობაში Bella Donna-ს ტიპის ადამიანები ინტელექტუალურად ასაკზე მეტად არიან განვითარებულები, მათ აქვთ ნაზი, თხელი სხეული და დიდი თავი, ზოგჯერ შესივებული ტუჩები და გადიდებული ლიმფური კვანძები. ჩვეულებრივ, ესენი არიან ფერმკრთალი, ცისფერთვალება, ქერა ბავშვები.
მოზრდილებში არსებობს Bella Donna-ს განსაკუთრებული ტიპი  – პლეთორიული, მსხვილი ფლეგმატური მამაკაცები, ,,სავარძლის ფილოსოფოსები", რომლებსაც ხშირად ბრწყინვალე გონება აქვთ.
Bella Donna –  საშუალება ძალიან ეფექტურია მწვავე, სწრაფად პროგრესირებადი დაავადებების სამკურნალოდ და აგრეთვე იმ დაავადებებისა, რომლებიც გამოწვეულია ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესით, როგორიცაა შიში ან გაბრაზება; ეს ვლინდება ღამის ცხელებით – ცხელი წითელი სახით, ცივი კიდურებით და წყურვილის უქონლობით; თვალები დასისხლიანებული და წითელია, გუგები კი ძლიერ გაფართოებული.

  --- NUX  VOMICA

Nux Vomica-ს ტიპი საზრუნავით და სამუშაოთი გადატვირთული საქმიანი ადამიანები დიდი ქალაქების მაცხოვრებლები არიან. ისინი ივიწყებენ დღისა და ღამის დროს და ცხოვრებას ატარებენ დაწესებულების საწერ მაგიდასთან. ყოველთვის გადატვირთულები და დაკავებულები, ისინი მეტისმეტად ბევრს და მეტისმეტად სწრაფად ჭამენ, ბევრს სვამენ და ბევრს ეწევიან. ამიტომ ყოველი ჭამის შემდეგ  თავს ცუდად და მძიმედ გრძნობენ; აწუხებთ მუცლის შებერვა, გულძმარვა და შეკრულობა.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთი ადამიანები დაძაბულები არიან, ადვილად ღიზიანდებიან და ბრაზდებიან, მიდრეკილნი დაცინვისა და ცბიერებისაკენ. აქვთ გამხდარი სხეული და მონაცრისფრო - მოყვითალო სახე. იპოქონდრია და უძილობა არის მათი მთავარი ჩივილი. ხშირად ისინი იღვიძებენ დაახლოებით ღამის 3-4 საათზე, რამოდენიმე საათის განმავლობაში ფხიზლობენ და შემდეგ ისევ იძინებენ. დილით იღვიძებენ დაღლილობის და დამტვრეულობის გრძნობით და პირში ცუდი გემოთი.
Nux Vomica – საშუალება მაღალეფექტურია პეპტიური წყლულების, შეკრულობის, ნევრალგიისა და მიალგიების სამკურნალოდ, თუ კომას თან ახლავს დილის გაუარესება. გამოიყენება აგრეთვე იმ ახალგაზრდა კაცების სამკურნალოდ რომლებსაც აწუხებთ სტენოკარდია და ჰიპერტენზია.

 

   --- ARSENICUM

ახალგაზრდობაში Arsenicum  - ტიპის ადამიანები არიან მაღალი, ჯანღონით სავსე ათლეტები. მბრწყინავი თმებით და კოხტა აღნაგობით. ერთი მუდმივი ალერგიული რეაქციით, რომელიც გამოიხატება ასთმით ან კანზე გამონაყარით, რასაც თან ახლავს წვის ინტენსიური შეგრძნება, ქავილი, რომელიც შვებას არ იძლევა.
წლების მომატებასთან ერთად წამყვანი ჩივილი ხდება ფაღარათით და ნაწლავის სხვადასხვა ნაწილში მწველი ტკივილით მიმდინარე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები.
ცხოვრების ბოლოსაკენ ეს ადამიანები უკიდურესად დაქანცულები არიან და გამიოყურებიან სერიოზულად ავად და საბოლოოდ გამოფიტულად, სახეზე ტანჯვისა და წამების გამომეტყველებით.
ავადმყოფობის დროს Arsenicum  - ტიპის ადამიანის ყველაზე დამახასიათებელი ნიშნებია სიცივისა და მოძრაობისაგან თავის მორიდება და ჩივილების გაუარესება ღამით, რასაც თან ახლავს აფორიაქებისა და უბედურების შეგრძნება. ამ ადამიანებს ურჩევნიათ ცხელი სასმელები და ცხელი აბაზანები, რაც აუმჯობესებს მათ მდგომარეობას; ოფლს აქვს ნივრისთვის  დამახასიათებელი სუნი.
Arsenicum -  საშუალება ფართოდ გამოიყენება მრავალი დაავადების, უმეტესად კი საჭმლის მომნელებელი და რესპირატორული ტრაქტების, კანის და ნერვული სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ.

  --- SEPIA

სრული განურჩევლობა საქმის, ოჯახის, მეგობრების მიმართ არის Sepia -ს ტიპის წამყვანი, ემოციური თვისება.
ჩვეულებრივად ეს გამხდარი შავგვრემენი ადამიანია ფერმკრთალი ან მოყვითალო სახით და ლურჯი ჩრდილებით მუქი ფერის თვალების გარშემო, რომლებიც გამოხატავს ნაღველს, მოწყენილობას და დაღლილობას. ისინი ბევრს ტირიან და ეძებენ მარტობას - მაგრამ უეცრად შეიძლება აგზნებული და გაღიზიანებული გახდნენ.
წამყვანი ჩივილი ამ ტიპის ქალებში არის მენჯის არეში ქვემოთ დაწოლის შეგრძნება, თითქოს საშვილოსნო სხეულიდან უნდა გამოვარდესო. ეს შეგრძნება შეიძლება ისე ცხადი იყოს, რომ ქალი ფეხებს აჯვარედინებს, რომ ეს არ დაუშვას. ქალებსაც და მამაკაცებსაც აწუხებთ სასქესო ორგანოებთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა; განსაკუთრებით დამახასიათებელია ეგზემა ანუსის და საშოს არეში.
სხვა ჩივილები შეიცავს შეკრულობას, რძის აუტანლობას, შაკიკს მარცხენა თვალის ზემოთ, რასაც თან ახლავს: გულისრევა, ღებინება, დილის გაუარესება და კანის მხრივ დაზიანებებს, რაც მონაცვლეობს გულმკერდის დაავადებებთან. სახსრები განსაკუთრებით სუსტია. შეიძლება თავი იჩინოს ქუთუთოების ფტობმა. ოფლი და შარდი გადმოსცემს ძლიერ არასასიამოვნო სუნს, შარდი ხშირად სისხლიანი და მუქი ფერისაა.
Sepia - პრეპარატი წარმატებით იხმარება ვენური სტაზის, ფტოზის და განსაკუთრებით ქალის რეპროდუქციული სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ.

 --- PHOSPHORUS

Phosphorus - არის ტიპი ინტელექტუალისა, რომელსაც აქვს წარმოდგენის ცოცხალი უნარი, მაღალმგრძნობიარე ბუნება და ნატიფი გონება.
ეს ადამიანები მაღლები და გამხდრები არიან გრძელი, ფერმკრთალი სახეებით, ღია ფერის თმებით და ვიწრო გულმკერდით, თითქოს ძალიან სწრაფად გაზრდილანო. ისინი ადვილად წითლდებიან, ლოყებზე აქა-იქ უჩნდებათ წითელი ლაქები. ზოგიერთებს შეიძლება თვალები შეშუპებული ჰქონდეთ.
ღამე შიმშილი, ცივი ამინდის და ცივი სასმელების სიყვარული და ძლიერი სუნის და ხმაურისაუტანლობა არის Phosphorus - ის ტიპის ადამიანთა ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი. ისინი ადვილად იღებენ შთაბეჭდილებებს, ეშინიათ ჭექა-ქუხილის, დიდი ცხოველების, შავი ძაღლების. კლინიკურად ისინი ხასიათდებიან სხეულის ყველა ნაწილში წვის შეგრძნებით, განსაკუთრებით კი ხერხემლის გასწვრივ, ბეჭებს შორის და ხელებში. სისხლდენა ხანგრძლივია ზედაპირული ჭრილობიდანაც კი.
Phosphorus - საშუალება იხმარება ნერვული სისტემის, ღვიძლის, პანკრეასის და ძვლების ყველა დაავადებათა სამკურნალოდ.

 --- IGNATIA

ესაა ნაღვლიანი ტიპი, განმარტოებული ქალისა, რომელიც ჩაძირულია პირად დარდში და მუდამ თან სდევს წარსულის ტანჯვის და უბედურების ხსოვნა.
უმეტესად ესენი არიან ფერმკრთალი შავგვრემანი ადამიანები მუქი ფერის თვალებითა და ნაღვლიანი ნაზი სახეებით; ბევრს ტირიან, მაგრამ ერიდებიან სხვების თანაგრძნობას. მათი ხანგრძლივად დამალული დარდი თითქოს ასუსტებს მათ გონებრივ და ფიზიკურ ძალებს ისე, რომ ყოველდღიური ცხოვრების რაიმე ჩვეულებრივ, წვრილმან მოვლენას შეუძლია გამოიწვიოს ემოციური აფეთქება შიშით და სიმამაცით, აპათიით და გააფრთებით, სიცილით და ცრემლებით, რაც ცვლის ერთმანეთს გარკვეული მიზეზის გარეშე.
Nux Vomica-ს ტიპის მამრობითი სქესის ორეულის მსგავსად, ეს ქალები თავს უარესად გრძნობენ დილით; Phosphorus - ის მსგავსად გაურბიან თამბაქოს და ყავის სუნს, აგრეთვე ცივ ამინდს.
Ignatia - საშუალება განსაკუთრებით ეფექტურია სულიერი დარღვევების სამკურნალოდ და ფსიქოლოგიური ტრავმით, უეცარი შიშით და  დარდით გამოწვეული ნებისმიერი დაავადების სამკურნალოდ.

 --- CHAMOMILLA

Chamomilla-ს ტიპის ადამიანებთან ურთიერთობა ძნელი მოსახერხებელია; ისინი უხეში, უკმეხი, ჩხუბისთავი და ყოველთვის უკმაყოფილონი არიან. მათი მთავარი ჩივილია ტკივილის აუტანლობა; უმსუბუქეს განაკაწრსაც კი სასოწარკვეთილებამდე მიყავს ისინი. როგორც წესი ეს ნერვიული, ისტერიული ქალია, რომელიც ავად გახდა წარსულში სერიოზული პირადი განცდის ან ძლიერი გაბრაზების გამო; მაგრამ ხშირად Chamomilla-ს ტიპი შეიძლება შეგვხვდეს პატარა ბავშვებში.
ამ ტიპის ადამიანებს აწუხებთ მუცლის ძლიერი ტკივილი გამთენიისას; როგორც Sulphur- ს და Pulsatilla - ს, აწუხებთ ქუსლებსა და ტერფებში წვის შეგრძნება. მათი ტკივილი უარესდება სითბოსაგან, მაგრამ სიცივე არ იწვევს შვებას. ჭამა და სმა იწვევს ოფლიანობას და ნებისმიერი აგზნების შედეგად უწითლდებათ ცალი ლოყა, მაშინ, როცა მეორე ფერმკრთალია.
Chamomilla - საშუალება ეფექტურია მტკივნეული მენსტრუაციის, მუცლის და კბილის ტკივილის და ნაწლავის მხრივ დარღვევების სამკურნალოდ; მას შეუძლია დააწყნაროს ბავშვები და შეუმსუბუქოს ტკივილი, რომელიც ახლავს კბილების ამოჭრას.

 

   ---  SULPHUR

Sulphur-ის ტიპის ადამიანები გამხდრები და მოხრილები არიან, ჭუჭყიანი მონაცრისფრო კანით და კანის მრავალი დაავადებით. მათ აწუხებთ მუდმივი ქავილი, რომელიც მსუბუქდება მოქავებით და ახასიათებს უხვი ოფლიანობა საზიზღარი სუნით. მათი თმა მსხვრევადი და მშრალია, აქვთ დაკლაკნილი გაფართოებული ვენები ქვედა კიდურებზე.
ყველაფერთან ერთად, ეს ადამიანები ერიდებიან წყალს, ვინაიდან ბანაობა აუცილებლად იწვევს მათი ჩივილების გაუარესებას, მათ ვნებს როგორც ცივი ასევე ცხელი ამინდი, ქავილი და წვა ბევრად უარესდება ლოგინის სითბოსაგან. ხშირია თმის და ქუსლების მტკივნეული მგრძნობელობა; მათი სხეულის ბუნებრივი შესავლები /ცხვირი, ყურები, თვალები/ დამახასიათებელი მკვეთრი წითელი ფერისაა.
Sulphur - არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხმარებადი ჰომეოპათიური საშუალება, იგი განსაკუთრებით ეფექტურია მეტაბოლური დარღვევების, ნერვული სისტემის და კანის დაავადებების სამკურნალოდ.

  ---  PULSATILLA

Pulsatilla-ს ტიპის ადამიანებს ვერავინ დაასწრებს ატირებას. როგორც წესი, ესენი არიან ფერმკრთალი, სუსტი, ცისფერთვალება ქალები ქერა თმით და ნაზი აგებულებით.
ისინი გაღიზიანებული და ხშირად უკმაყოფილონი არიან, თუმცა ნამდვილად იშვიათად ბრაზდებიან; ისინი სავსენი არიან აუხსნელი შიშით;
Ignatia – ს ტიპის ქალებისაგან განსხვავებით მათ მუდამ სჭირდებათ სიმპათია და მხარდაჭერა გარშემომყოფთაგან.
ამ ქალებისათვის სახასიათოა ჩივილი მფრინავ ტკივილზე სხეულის სხვადასხვა ნაწილში, რომელიც მუდმივად გადადის ადგილიდან ადგილზე. მათ ვნებთ ცივი ამინდი, მაგრამ მუდმივად ეძებენ გრილ, სუფთა ჰაერს და მიუხედავად პირის სიმშრალისა არასოდეს სწყურიათ. მათი ჩივილები მსუბუქდება მოძრაობით და უარესდება შუაღამისკენ. სხვა მუდმივი სიმპტომია გემოვნების და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა.      
Pulsatilla - პრეპარატი მაღალეფექტურია ქრონიკული ვენური სტაზის და სახსრების დაავადებების, თვალის ანთებების და შიგა და გარეთა ყურის სხვადასხვა დაავადებებათა    სამკურნალოდ.

 --- ACONIT

შავგვრემანი, შავთვალა, ფიცხი და იმპულსური, აფეთქების წერტილამდე მისული – ესაა Aconit –ის ტიპი. ამ ადამიანებისათვის რეაქცია ყოველდღიური ცხოვრების მოვლენებზე სწრაფი და ინტენსიურია, ყოველივე ეს გამოიხატება სისხლის წნევის აწევით, ჰიპერემიით, თვალების დასისხლიანებით და თვალით შესამჩნევი არტერიული პულსაციით. ასეთ დროს მათ აქვთ აწეული ლიბიდო და არაჩვეულებრივად კონცენტრირებული ფიქრის და მეხსიერების უნარი.
სიკვდილის შიში, აფორიაქება, გამოუთქმელი ტანჯვა, ცუდი წინათგრძნობა ამ ადამიანების ჩვეულებრივი ჩივილებია, ბევრი მათი დაავადება წარმოადგენს უეცარი შიშის ან ძლიერი ვნებების პირდაპირ შედეგს. ცივი, მშრალი ქარი იწვევს ჩივილების გაუარესებას, მაშინ, როცა დასვენებას, ოფლის მოდენას და ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებს მოაქვს გაუმჯობესება.
Aconit - საშუალება მაღალეფექტურია ყველა დაავადების სამკურნალოდ, რომელიც წარმოადგენს ემოციური სტრესის შედეგს ან გამოწვეულია ცივ ქარში ყოფნით; ასევე იხმარება ანთების საწყის ფაზაში და მწვავე ნევროლოგიური ტკივილის სამკურნალოდ, რომელსაც მოყვება გაშეშება და პარესთეზია.

                                                                           

 

 

                                                   გვერდები  1    2     3    4     5     6


ავოტრი: tornike 3-01-2011, 17:08

           
        გამუდმებული ტირილი ყოველთვის, განსაკუთრებით ღამით. ძროხის რძის აუტანლობა, მუცლის კოლიკა, ოტიტი და სხვა უნდა გამოირიცხოს. სხვადასხვანაირი ტირილი და ექიმი აფასებს ამის მიხედვით. ყურადსაღებია ზედმეტი, გადაჭარბებული ტირილი. ყველა შემთხვევაში Chammomila ვერ შველის. ყოველი სიტუაცია შეიძლება გადაიზარდოს გამუდმებულ გაღიზიანებასა და ტირილში. წყურვილი, შიმშილი, სისველე და ა.შ.


ავოტრი: tornike 3-01-2011, 17:51
                                                        ჰომეოპათიის ჩვენებები

     ჰომეოპათია, უდიდესი გერმანელი ექიმ-პროფესორის სამუელ ჰანემანის მიერ შექმნილი გამოკვლევა–მკურნალობათა მთელი სისტემაა. იგი მკურნალობს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ დაავადებებს ორგანიზმში არსებული სასიცოცხლო რეზერვების მობილიზაციის, ანუ თვითგანკურნების პროცესების ხარჯზე. წამლები შეირჩევა ,,დიდი სიმკაცრით" - ინდივიდუალურად, ადამიანის კონსტიტუციის, ხასიათის, დაავადების პიროვნული სურათის, თანმხლებ, თუ გადატანილ დაავადებათა გათვალისწინებით.
    მწვავე დაავადებების დროს (ფილტვების ანთება, წითელი ქარი, ბრონქიტი, ნევრალგიები... და ა.შ.) ჰომეოპათიური მკურნალობა ძალზედ სწრაფადმოქმედი და ეფექტურია, რაც საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ძლიერი ანტიბიოტიკების და ჰორმონალური პრეპარატების გამოყენება.
ქრონიკული დაავადებებისას კი ჰომეოპათიას შეუძლია ავადმყოფი პრაქტიკულად გამოჯანმრთელებამდე მიიყვანოს, ან ხანგრძლივ რემისიას მიაღწიოს.
ჰომეოპათია განსაკუთრებით ეფექტურია შემდეგი პათოლოგიების დროს:
- ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება,ალერგიული რინიტი, ბრონქული ასთმა;
- ქრონიკული და კალკულოზური ქოლეცისტი, ჰეპატიტები, ქრონიკული კოლიტი, გასტროდუოდენიტი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- პროსტატის ანთება, შეგუბება, ადენომა - პირველი-მეორე სტადია;
- საკვერცხეს კისტა, საშვილოსნოს მიომა, უშვილობა, (ფეხმძიმობის პრობლემები, კლიმაქსი, ჭარბთმიანობა);
- ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიები - ჰიპო და ჰიპერთირეოზი, კვანძოვანი და დიფუზური ჩიყვი, აუტოიმუნური თირეოიდიტი (ასევე ჰიპოპლაზია);
- ინსულინ - დამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, სიმსუქნე, და სხვა ენდოკრინული დარღვევები;
- ნევროზი, შიშები, ძილის პრობლემები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, ტოქსიკომანია (ნიკოტინი, ალკოჰოლი, ნარკოტიკი... და ა.შ.);
- კანის პრობლემები - ეგზემა, ფსორიაზი, ჰერპესი, ნახეთქები და სხვა.
- რევმატული, მეტაბოლური და სხვა ეტიოლოგიის ართრიტები და პოლიართრიტი, ოსტეოქონდროზი, დისკოპათია, იშიაზი, რადიკულიტი, ოსტეოპოროზი;
- ანემია, ვასკულიტები, რეინოს სინდრომი, ვენების ვარიკოზი, თრომბოფლებიტი, ტროფიკული წყლული;
- ათეროსკლეროზი, არტერიული ჰიპერტენზია და ჰიპოტენზია, გულის იშემიური დაავადება, ენდარტერიტი, კიდურების განგრენის საწყისი მდგომარეობა;
- სველი პლევრიტი, მწვავე და ქრონიკული პნევმონია, ბრონქიტი, სილიკოზი.
- ბავშვთა დაავადებები, იმუნოდეფიციტი, ვაქცინაციის შემდგომი გართულებები.
        ჰომეოპათია გამოცდილია კომპლექსურ მკურნალობაშიც და შესანიშნავად ეთავსება ქართულ ტრადიციულ მედიცინას, სამკურნალო მასაჟს, მანუალურ თერაპიას, ფიზიო და ბალნეოთერაპიას, ფიზიკურ და სუნთქვით ვარჯიშებს, კლიმატურ, კურორტოლოგიურ და სხვა ბუნებრივი მკურნალობის მეთოდებს.
ქართული ტრადიციული მედიცინა და ჰომეოპათია შენაცვლებით გამოიყენება განსაკუთრებით მძიმე დაავადებების დროს, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სამკურნალო შედეგებს და აჩქარებს გამოჯანმრთელებას.
- თრომბოციტოპენია;
- მძიმე ფორმის ანემია;
- (ასევე სისხლის მძიმე დაავადებების დროს შესაძლებელია მდგომარეობის შემსუბუქება).
- ნეფრიტი, ჰიდრონეფროზი, თირკმლის კისტა, თირკმლის უკმარისობა, თირკმელ-კენჭოვანი დაავადება, პოტენციის დაქვეითება.
- ვირუსული ჰეპატიტი (B, C), ციროზის საწყისი ფორმები.
- ხერხემლის ტუბერკულოზი.
- თავის ტვინის სიმსივნური (კისტოზური) წარმონაქმნი.
-საშვილოსნოს ყელის ეროზია.
- მალამოები - ტროფიკული წყლულის, დამწვრობის, განგრენის დროს.
- ჩიყვი, სიმსუქნე, ნევროზები.

ავოტრი: tornike 3-01-2011, 20:16
მოგესალმებით www.curamediana.ge-ს ადმინისტრაცია

ჩვენთან კონტაქტისთვის მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე alashvilit@gmail.com

skype-ში კონტაქტი: tornike15 –თორნიკე ალაშვილი
ან   ninolegashvili@gmail.com –ნინო ლეგაშვილი
 
კლინიკა – ,,ოჯახის მკურნალი''–ს მისამართი :
რუსთაველის გამზირი 28/ ალექსანდრე ჭავჭავაძეს 2–ა
(ოპერის პირდაპირ, ალ. ჭავჭავაძეს ქვაფენილ ქუჩაზე 13 პოლიკლინიკის ზევით),   

 ტელ.: (+995) 2 98–64–86,   (+995) 989955,   5 99 559961



    საბანკო რეკვიზიტები:

  მიმღები ბანკი: სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ბანკი"; ბანკის კოდი: BAGAGE22
  მიმღების დასახელება: შ.პ.ს ოჯახის მკურნალი
  მიმღების ანგარიშის ნომერი: GE76BG0000000255178700

  საქართველოს ბანკის საკონტაქტო:    ტელ.: (+995 32) 2 444 444                      
                                                                  ელ.ფოსტა: welcome@bog.ge

ავოტრი: tornike 3-01-2011, 20:35
                                      
ქართველ ერს უძველესი თვითმყოფადი სამედიცინო კულტურა და ტრადიციები გააჩნია.
საქართველოში, ამ უძველესი კულტურის ქვეყანაში, სამედიცინო ხელოვნება ყოველთვის ეპოქის მოთხოვნილებათა დონეზე ყოფილა და ჩვენს ქვეყანას უაღრესად მრავალფეროვანი სამედიცინო კულტურა ჩამოუყალიბებია. ქართველი ერის ისტორიული განვითარების ნამდვილი სურათის წარმოდგენა შეუძლებელი იქნებოდა ქართული მედიცინის ისტორიის გარეშე, რომელიც მოიცავს ყველა საზოგადოებრივ ფორმაციას უძველესი დროიდან დღემდე.
ანტიკური ხანის ქართულმა მედიცინამ წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ სიტყვა მედიცინა დაკავშირებულია კოლხეთის ლეგენდარული მეფის, აიეტის ქალიშვილის, მედეას სახელთან, რომელიც თავისი ეპოქის სახელგანთქმულ მკურნალად ითვლება .
პირველყოფილი ადამიანების საცხოვრებლებისა და იარაღების შესწავლა ადასტურებს უკვე ძვ. წ. აღრიცხვის მესამე ათასწლეულში საქართველოში სამკურნალო საქმიანობის ჩანასახის არსებობას.

ავოტრი: tornike 3-01-2011, 20:42

 Georgian Tradicional Medicine

The Georgian medicine has the most ancient roots. A known German naturalist and historian of medicine. Kurt Ioakhim Shprengel (1766 – 1833), in his five - languid works on a history of medicine of the peoples of the world opens by the chapter about the old Colchian medicine. Ancient Georgian doctors knew well both with medical and with poisoning properties of plants, animals and minerals. For example, Medea, a daugliter of king Aietes, the heroine of a legend about Atgonavts was the well – known doctor and connoisseur of poisons.
With her name the historians connect occurrence of a latin word medico (to cure, to treat) and a term `medicine~. Many kings of Georgia and their citizens tested poisons on themselves, developing the immunity. In Georgia more than 2000 bock was engaged the vaccination of pox. There are data that Hipokrat himself traveled on the Black Sea coast on Colchian lowland. With the task of searching of traces of ancient medicine.


More details: www.alashvili.com

ავოტრი: tornike 3-01-2011, 20:44

ქართველ ერს უძველესი თვითმყოფადი სამედიცინო კულტურა და ტრადიციები გააჩნია. საქართველოში, ამ უძველესი კულტურის ქვეყანაში, სამედიცინო ხელოვნება ყოველთვის ეპოქის მოთხოვნილებათა დონეზე ყოფილა და ჩვენს ქვეყანას უაღრესად მრავალფეროვანი სამედიცინო კულტურა ჩამოუყალიბებია. ქართველი ერის ისტორიული განვითარების ნამდვილი სურათის წარმოდგენა შეუძლებელი იქნებოდა ქართული მედიცინის ისტორიის გარეშე, რომელიც მოიცავს ყველა საზოგადოებრივ ფორმაციას უძველესი დროიდან დღემდე.
ანტიკური ხანის ქართულმა მედიცინამ წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ სიტყვა მედიცინა დაკავშირებულია კოლხეთის ლეგენდარული მეფის, აიეტის ქალიშვილის, მედეას სახელთან, რომელიც თავისი ეპოქის სახელგანთქმულ მკურნალად ითვლება.
პირველყოფილი ადამიანების საცხოვრებლებისა და იარაღების შესწავლა ადასტურებს უკვე ძვ. წ. აღრიცხვის მესამე ათასწლეულში საქართველოში სამკურნალო საქმიანობის ჩანასახის არსებობას.
სამედიცინო საქმიანობის შესახებ გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ისტორიულ-ეთნოგრაფიული და მითოლოგიური მასალის გაცნობა-შესწავლა. პირველყოფილი თემური წყობილების მედიცინა არ იყო მოკლებული რაციონალურ საფუძველს, რასაც გათხრების გარდა ადასტურებს ქართული ფოლკლორის უძველესი ნიმუშები, კერძოდ, "ამირანიანი" და "ხოგაის მინდია".
აპოლონიოს როდოსელის "არგონავტიკასა" და საერთოდ კოლხეთსა და მედეაზე არსებულ ბერძნულ-რომაულ თქმულებებსა და მხატვრულ-ისტორიულ ნაწარმოებებში ასახულია ქართულ მედიცინასთან დაკავშირებული მთელი რიგი მომენტები. მათი შესწავლა, ცალკეული ფრაგმენტების ანალიზი ქართული მედიცინის ისტორიის ამ შორეული საუკუნეების გარკვეულ სურათს ქმნიან. კოლხიდა ისეთ ქვეყნადაა დასურათებული, სადაც სამედიცინო საქმიანობა და ცოდნა ემყარებოდა ახალ აღმოჩენებს, ცდებს, მცენარეთა სამკურნალო თვისებათა გამოვლინებას, შხამებსა და სამკურნალო საშუალებებზე დაკვირვებას. ლეგენდაში მედეა წარმოდგენილია, როგორც უაღრესად განსწავლული სამკურნალო ხელოვნებაში. ბერძნული წყაროების მიხედვით, მედეას დედამ და დამ ასწავლეს მკურნალობის ხელოვნება. აიეტის ცოლის ჰეკატეს ბაღში, რომელიც მდ. ფაზისის დაბლობში ყოფილა გაშენებული 40-მდე სამკურნალო მცენარე მოჰყავდათ. მედეას სახელს უკავშირებენ ისეთ სამედიცინო-ბიოლოგიური ცნებებს, როგორიცაა "გაახალგაზრდავება" და "სისხლის გადასხმა". ევრიპიდეს ტრაგედიის მიხედვით, მედეა უშვილობის მკურნალადაც გვევლინება. მედეას სახელთან დაკავშირებელი სამედიცინო საქმიანობა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ცნობილია "CURA MEDIANA"- ს სახელწოდებით, რაც ასევე იმაზე მიუთითებს, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ეს იდეები ჩაისახა, სამედიცინო-პრაქტიკული საქმიანობა არ შეიძლება მაღალ დონეზე არ მდგარიყო.



სტატისტიკა

რეკლამა

  • გამოკითხვა

    1. მკურნალობის რომელ მიმართულებას ანიჭებთ უპირატესობას?

    ქირურგია
    ფარმაკოთერაპია
    ხალხური მედიცინა და ფიტოთერაპია
    ჰომეოპათია

საიტის მეგობრები