• სახელი:
  • პაროლი:

Homeophathy and Georgien Traditional Medicine » სიახლეები 12.01.2011
ავოტრი: tornike 12-01-2011, 00:23
Real-TV - ჰომეოპათია, თორნიკე ალაშვილი 2011 წლის 14 ნოემბერი  

 


 

 

ტრადიციული მედიცინის კონფერენცია–ერევანი 2009წ.


შემოკლებული ვიდეოჩანაწერი– http://www.myvideo.ge/?video_id=870978

ტრადიციული მედიცინის კონფერენცია–ერევანი 2010წ.

 

George Vithoulkas video lecture

 

Real TV გადაცემა ,,დღის სტუმარი" – თორნიკე ალაშვილი

 

 

Real TV - თორნიკე ალაშვილი

 


ავოტრი: tornike 12-01-2011, 14:20

ჰაიმორიტისა და ფრონტიტის მკურნალობა

ჰომეოპათი გვირჩევს!

 

    სინუსიტები - (ფრონტიტი, ჰაიმორიტი) საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. იგი ვითარდება მაშინ, როცა იმუნიტეტის დაქვეითების  გამო ანთება ცხვირის ღრუში რთულდება და გადადის სახის ძვლოვან წიაღებში. განსაკუთრებით ხშირად ეს ხდება ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთის შემდეგ. ძვლოვანი წიაღები სახის არეში სიმეტრიულადაა განლაგებული ცხვირის გვერდით, თვალბუდის ქვემოთ (ჰაიმორის ღრუ)  და შუბლის არეში, თვალბუდის ზემოთ (ფრონტალური წიაღები). ამის შესაბამისად ამ წიაღებში განვითარებულ ანთებას ეწოდება ჰაიმორიტი ან ფრონტიტი.

   სინუსიტების დროს პაციენტს აწუხებს სხვადასხვა სიძლიერის ტკივილი, გამონადენი ცხვირის ღრუდან, ყნოსვის დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება. სინუსიტის დიაგნოზის დასმა ხდება ძირითადად რენტგენოლოგიური კვლევით. რენტგენოგრამაზე თვალნათლივ ჩანს ექსუდატი სინუსების ღრუში, როგორც გაჩრდილვა. თავიდან ანთება კატარულ ხასიათს ატარებს, რაც ტკივილით ვლინდება, შემდგომ სინუსებში ჩნდება ექსუდატი, რომელიც მოგვიანებით ჩირქოვან ხასიათს იძენს. სინუსიტები ხშირად მიმდინარეობს ქრონიკულად, პერიოდული გამწვავებებით, განსაკუთრებით წელიწადის ცივ თვეებში. სინუსიტების მკურნალობა საკმაოდ პრობლემურია: წლების მანძილზე დაგროვებულმა გამოცდილებამ დაადასტურა, რომ  ადგილობრივი პროცედურები (სინუსური ღრუს გამორეცხვა), ჩასაწვეთებელი წვეთები, ფიზიოთერაპია, ანტიბიოტიკოთერაპია უმეტეს შემთხვევაში იძლევა დროებით გაუმჯობესებას და ბოლომდე მაინც ვერ ხსნის ამ პრობლემას.

    სინუსიტების მკურნალობა ჰომეოპათიური საშუალებებით ბევრად უფრო ღრმა ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში, ვიდრე ადგილობრივი პროცედურები. ჰომეოპათიური წამლებით ხდება იმ დასუსტებული ადგილობრივი იმუნური რგილოს აღდგენა-გაძლირება, რამაც განაპირობა ანთებითი პროცესის ცხვირის ღრუდან წიაღებში გადანაცვლება. ჰომეოპათიური პრეპარატებიდან გამოიყენება:   Belladonna,   Bryonia,     Kali bichromicum, Mercurius solubilis, Hepar sulphur, Hydrastis, Silicea, Sticta, Iodum, Cinnabaris და ა.შ.

    მწვავე პერიოდში გამოიყენება მწვავე ფაზის პრეპარატები: Belladonna, Bryonia.

    Belladonna – გამოიყენება, როცა შუბლის ან სახის არეში გვაქვს მფეთქავი ხასიათის ძლიერი ტკივილი, გაზრდილი  მგრძნობელობა მცირე შერყევაზეც კი. სახე წითელი ფერისაა, ოფლიანია, არის სიმხურვალის შეგრძნება სახის არეში, გაგნიერბული გუგები. ზოგადი მდგომარეობა უარესდება სიცივეში. გამოიყენება C6 განზავება ხშირი მიღებით.

    Bryonia -  გამოიყენება მაშინ, როცა გვაქვს ძლიერი ტკივილი შუბლის ან სახის არეში, რომელიც არის მჩხვლეტავი ან ზეწოლითი ხასიათის. იგი ძლიერდება მოძრაობისას, სიცივეში და სუსტდება სითბოში, ზეწოლით, თავის წაკვრით, მოსვენებისას. გამოიყენება C6 განზავება ხშირი მიღებით.

თუ გამოვიყენებთ ამ პრეპარატებს მწვავე ფაზაში, შესაძლებელია  მოხდეს დაავადების კუპირება და იგი აღარ გართულდება. მიუხედავად ამისა, დაავადება

ზოგჯერ მაინც რთულდება და გადადის ქვემწვავე სტადიაში. ეს მაშინ ხდება, როცა ორგანიზმის იმუნური სისტემა ძლიერ დასუსტებულია - მაგ. გრიპის გადატანის შემდეგ. ქვემწვავე სტადიაში ხდება ექსუდატის წარმოქმნა სინუსების ღრუებში, რომლის შემადგენლობა მოგვიანებით ჩირქოვანი ხასიათის ხდება. ამ სტადიაში ვხმარობთ შემდეგ ჰომეოპათიურ საშუალებებს:

   Hydrastis -  ეფექტურია მაშინ, როცა სინუსების ღრუში წარმოქმნილი სეკრეტი ბლანტია და გაძნელებულია მისი ევაკუაცია სინუსებიდან, რაც იწვევს ყრუ ხასიათის ტკივილს სახის ან შუბლის არეში. გამონადენი ლორწოვანი ხასიათისაა, მოყვითალო ფერის. შეიძლება ლორწოში იყოს სისხლის მცირე რაოდენობაც. გაუარესება გვაქვს უმეტესად ღამის საათებში. ამ პრეპარატის მიღების შემდეგ ძლიერდება ანთებითი ექსუდატის ევაკუაცია ცინუსური წიაღებიდან და შესაბამისად მცირდება ტკივილიც. ჩვენ გვქონია შემთხვევები, როცა მარტო ეს პრეპარატი საკმარისი ყოფილა დაავადებისგან სრული განკურნისთვის.

   Kali bichromicum -  ასევე გამოიყენება ლორწოვანი გამონადენის არსებობისას, თუმცა მისი გამოყენება შეიძლება თხელი გამონადენის დროსაც. ამ პრეპარატისთვის დამახასიათებელია ტკივილი ცხვირის ფუძეში, თვალბუდეებს შორის, გაჭედვის და სიმშრალის შეგრძნება ცხვირის ლორწოვან გარსში, ქერქების  წარმოქმნა ლორწოვანზე. გამონადენი ბლანტია, მოყვითალო ან მომწვანო ფერის. შეიძლება იყოს ყნოსვის დაქვეითებაც. არის ძლიერი ცემინება, სუნთქვის გაძნელება ლორწოვანი გარსების შეშუპების გამო. ზოგადი მდგომარეობა უარესდება სიცივის გავლენით,  ზეწოლით, ხოლო უმჯობესდება ინგალაციით.

    Cinnabaris -  პრეპარატი გამოიყენება უპირატესად ფრონტიტის დროს, როცა გვაქვს ძლიერი ტკივილი შუბლის არეში, ცხვირის ფუძესთან ან თვალბუდის შიგნით, სახის ძვლებზე გავრცელებით. ცხვირიდან გამონადენი მძაფრი სუნისაა, ბლანტია. პირში აქვს უსიამოვნო გემო. მდგომარეობა უარესდება ღამის საათებში.

    სინუსიტები უმეტეს შემთხვევაში ქრონიკული მიმდინარეობისაა. ვითარდება წლების მანძილზე და იძლევა რეციდივებს ზამთრის ცივ თვეებში. ექსუდატი ქრონიკული ფორმებისას ხშირად ჩირქოვანი ხდება. ასეთ შემთხვევებში ვიყენებთ უფრო ძლიერმოქმედ პრეპარატებს:

Hepar sulphur -  ჩირქის გამწოვი ძლიერი პრეპარატია. ჩვენ მას ვხმარობთ დიდი სიფრთხილით ჩირქოვანი ჰაიმორიტის დროს, როცა ჩირქის ევაკუაცია წიაღებიდან გაძნელებულია მხოლოდ მაღალი განზავებებში – იშვიათი მიღებით.

   Silicea– გამოიყენება ქრონიკული ჩირქოვანი სინუსიტებისას, როცა პაციენტის იმუნური სისტემა ძლიერ დაქვეითებულია არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის ან ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. იგი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს მცივანა, სუსტი აღნაგობის პაციენტებზე, სუსტი ფრჩხილებით და გაზრდილი ოფლიანობით.

თუ პაციენტს გადატანილი ჰაიმორიტის შემდეგ დიდხანს რჩება ნევრალგიური ხასიათის ტკივილები შუბლის ან სახის არეში, ჩვენ ვიყენებთ – Mezereum, Verbascum Cedron.

     და ბოლოს, დავადების რემისიის ფაზაში ვიყენებთ კონსტიტუციურ პრეპარატებს, რომლის შერჩევა ხდება მხოლოდ ექიმ-ჰომეოპათის დახმარებით. კოსტიტუციური საშუალებები გაზრდიან თქვენს წინააღმდეგუნარიანობას ინფექციური დაავადებების მიმართ და გააძლიერებენ თქვენს იმუნურ სისტემას.


ავოტრი: tornike 12-01-2011, 14:23

 ა დ ე ნ ო ი დ ე ბ ი

 

«ადენოიდები» ანუ ხშირად ხალხში მას შეცდომით ,,პოლიპებსაც" ეძახიან, წარმოადგენს საკმაოდ ხშირ მოვლენას  ბავშვთა ასაკში. მორფოლოგიურად ადენოიდები ჯირკვლოვანი შენების ქსოვილს წარმოადგენს და  მდებარეობენ ცხვირხახის გასავალთან. ისინი ნუშურა ჯირკვლების ანალოგიურ ორგანოს წარმოადგენენ და ერთად ქმნიან მთლიან დამცავ ადგილობრივ იმუნურ რგოლს. პაციენტებს ხშირად ეშლებათ ცხვირის ადენოიდური წანაზარდი ცხვირის პოლიპთან. ადენოიდები – ლიმფადენოიდები ქსოვილის გადიდება, პოლიპი კი სიმსივნურ  წარმონაქმნს წარმოადგენს. მათი ჰომეოპათიური მკურნალობაც განსხვავებულია.

საერთოდ 2-5 წლამდე ასაკში, როცა ბავშვი ყველაზე ხშირად ავადობს ზემო სასუნთქი გზების ინფექციებით ხდება ლიმფური ჯირკვლების კომპენატორული გადიდება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სწორედ ამ ასაკში ხდება პირველი შეტევა ვირუსების და ბაქტერიების, რომელსაც პატარას ორგანიზმი ცდილობს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს. 2 წლამდე ბავშვს მეტ-ნაკლებად მოჰყვება დედის მუცლიდან ან ძუძუდან მიღებული იმუნიტეტი, ხოლო 2 წლის შემდეგ ბავშვის ორგანიზმი უკვე დამოუკიდებლად ცდილობს ებრძოლოს დაავადებას. ამას კი  თავის თავზე სწორედ ყველაზე პირველად ლიმფური  ქსოვილი -  ნუშურები და ადენოიდები იღებენ თავის თავზე ვირუსების და ბაქტერიების პირველ შემოტევას.

სწორედ ამ ასაკში ვითარდება პირველი ანგინებიც და ნუშურა ჯირკვლებიც მნიშვნელოვნად ამ ასაკში  დიდდება. ისეთ ბავშვებში, რომელთაც კონსტიტუციურად აქვთ ლიმფურ-ჰიპერლაზიური დიათეზი, (რაც ლიმფური იმუნური სისტემის რგოლის სისუსტეს ნიშნავს და გარეგნულად ასეთი ტიპის ბავშვები დიდი წონით, თეთრი კანით გამოირჩევიან) ნუშურა ჯირკვლების გადიდება მნიშვნელოვანია, რაც ავიწროებს ცხვირხახის სასუნთქი ხვრელს და ასეთი ბავშვები ცხვირით ვერ სუნთქავენ, განსაკუთრებით მწოლიარე მდგომარეობაში  (ძილის დროს), აქვთ ხმის შეცვლა (შეგუბებული ხმა).

ჰომეოპათიაში მრავლადაა პრეპარატები, რომლებიც ხშირად გამოიყენება ადენოიდური ქსოვილის გადიდებისას. ჩვენ დაგვიგროვდა  საკმაო გამოცდილება ამ პათოლოგიის მკურნალობაში და შედეგებიც საკმაოდ კარგი გვაქვს. ყოფილა შემთხვევები, რომ საოპერაციოდ გამზადებული ბავშვების 1,5 – 2 თვიანი მკურნალობის შემდეგ, ადენოიდური ჯირკვლების ოპერაციის  უმრავლესობა მოხსნილია.

ამ მიზნით ჰომეოპათიაში გამოიყენება Ca-ის,    Ba-ის,   I-ის პრეპარატები: Agraphis nutans, Calcarea iodata, Calc  carb, Calc phosp, Ba iodat, Ba carb, Sanguinaria, Mezereum, Kali iodat, Con, Tuberculin, Sulphur  iodat, Silicea.

Agraphis nutans – ერთ-ერთი პრეპარატია ადენოიდების და ნუშურა ჯირკვლების გადიდების. ხშირად მოავადე ბავშვებში, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან სიცივისადმი და ადვილად ცივდებიან მცირე ქარშიც კი. იმის გამო, რომ ადენოიდები თითქმის კეტავენ ცხვირ-ხახის შესავალს, ბავშვები სუნთქავენ პირით (პირი სულ ღია აქვთ), ,,ცხვირისმიერი" ხმით ლაპარაკობენ. თითქმის მუდმივად აქვთ სიცივე და გამონადენი ცხვირიდან. `დახშობის~ გამო შეიძლება იყოს სმენის მცირე დაქვეითერბაც.

Calcarea iodata Calcarea carb. Calc phosph. – კალციუმის პრეპარატები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხმარებადი პრეპარატებია  Ba – თან ერთად ადენოიდური წანაზარდებისას და სხვა ლიმფური ჯირკვლების გადიდების დროს (ქრ. ტონზილიტი, კისრის ლიმფ. ჯირკვლების გადიდებისას) Ca – ის პრეპარატებს ვირჩევთ მაშინ, როცა ბავშვი არის დიდი წონის, მსუქანი, პასტოზური. შეიძლება ჰქონდეს ოფლიანობა, განსაკუთრებით სახის. Calc. Iodata ინიშნება მხურვალე პაციენტებში. Calc  phosp – გამხდარი აღნაგობის ბავშვებში, ჩალც  ცარბ – ის ტიპის ბავშვი არის ძალიან მსუქანი, პასიური.

Ba  – ის პრეპარატები ინიშნება კონსტიტუციური ჩვენებით. Ba  – ის ტიპის ბავშვი უფრო ნელი, მორცხვია, ხშირად იმალება უცხოს დანახვაზე, აქვს ფეხების ოფლიანობა. ტანით პატარა და ტანთან შედარებით თავი ცოტა დიდი აქვს. Ba iodata – ინიშნება შედარებით მხურვალე პაციენტებში, Ba carb – მცივანაში, Ba mur – ამ მხრივ უფრო ნეიტრალურია, თანაც შედარებით უფრო მოძრავი და რეაქტიულია.


ავოტრი: tornike 12-01-2011, 14:25

აიურვედა – ინდური გამაჯანსაღებელი სისტემა

ტრადიციული მედიცინა

 

 

ჩვენ ვაგრძელებთ სტატიების სერიას ჰომეოპათიის და ძველი ტრადიციული სამედიცინო სისტემების შესახებ. დღეს გიამბობთ 5000 წლის ინდური მედიცინის შესახებ.

აიურვედა უძველესი ინდური ტრაქტატების (ვედების) ის ნაწილია, რომელიც სიცოცხლის და საერთოდ მკურნალობის საიდუმლოებებს მოიცავს. აიურვედული მედიცინა განთქმულია მთელს მსოფლიოში თავისი დიეტებით, რომლებიც ინდივიდუალურად ადამიანის კონსტიტუციის გათვალისწინებით ირჩევა, ვარჯიშებით და საერთოდ, ცხოვრების წესის წარმართვით. მას საფუძვლად უდევს თავისებური თეორიულ - ფილოსოფიური დოქტრინა, რომლის თანახმადაც ადამიანს, ისევე როგორც სამყაროს, ქმნის ხუთი ელემენტის ერთიანობა. ოთხი მათგანი: ცეცხლი, წყალი, ჰაერი და მიწა _ ფიზიკური, მატერიალური სამყაროს ელემენტებია, მეხუთე – ეთერი – სულიერი ანუ ენერგეტიკული საწყისია. ხუთი ელემენტი ადამიანში სამ ,,დოშას" (ბიოლოგიურ ელემენტს) წარმოშობს, რომელთა სახელია: ,,პიტტა" (ნაღველი, ბიოლოგიური ცეცხლი), ,,ვატა" (ბიოლოგიური ჰაერი, ეთერის და ჰაერის შერწყმა) და ,,კაპხა" (ლორწო, ლიმფა, ბიოლოგიური წყალი). ამ სამ ელემენტს შორის წონასწორობა განაპირობებს ჯანმრთელობას. ადამიანის კონსტიტუციონალური ტიპები ინდურ მედიცინაში აიხსნება ამ ,,დოშების" შედარებითი სიჭარბით. დაავადებები კი – კიდევ უფრო ძლიერი გადახრით ამ წონასწორობაში.

,,პიტტა"- დოშა მხურვალე და ნოტიოა თავისი თვისებებით. ამ ტიპის ადამიანი გამორჩევა სხეულის სიმხურვალით, თავდაჯერებით ცოცხალი და მხიარული ხასიათით. კანზე მას ხშირად აქვს გაღიზიანება, ანთებები ან გამონაყარი, ასევე ხალები. ავადმყოფობისას მას უჩნდება შემდეგი ჩივილები: ოფლიანობა, სხეულის არასასიამოვნო სუნი, წყლულები, ბუასილი, გულძმარვა, ღვიძლის და კუჭის დაავადებები, გაღიზიანება და სიბრაზე. ,,პიტტა" დოშის გაძლიერებას უწყობს ხელს ზაფხულის ცხელი ამინდი, წიწაკიანი, მარილიანი, ცხიმიანი და საერთოდ ,,გამახურებელი" საკვები პროდუქტები, გაბრაზება, გაღიზიანება. მის სამკურნალოდ, პირიქით, გამოიყენება ,,გამაგრილებელი" საკვები პროდუქტები (ცხარე, საკმაზების შეზღუდვა, მეტი ბოსტნეული, ხილი, მცენარეული ზეთები), წყლის პროდუქტები და ა.შ.

,,ვატა" - დოშა მშრალი და გრილია. ის ამოქმედებს ორგანიზმში კუნთებს და ნერვულ სისტემას. მისი სიჭარბე იწვევს ფიზიკურ და ნერვიულ ზედმეტ აქტიურობას, მოუსვენრობას, ორგანიზმის რეზერვების გამოცვლას. ვატა- ტიპის ადამიანი გამხდარი, მყესებიანი, მცივანა და სულსწრაფია. ავადმყოფობისას მას ნევრასტენიის დეპრესიის ნიშნები უჩნდება, ირღვევა საჭმლის გადამუშავების დაქვეითებით, ის იოლად იღგზნება, აქტიურად და ბევრს შრომობს, მაგრამ მალევე იღლება და ვარდება უძლურებაში. მას იოლად უვითარდება ტუბერკულიოზი. ,,ვატა"- დოშის სიჭარბის მოსახსნელად რეკომენდირებულია ცხელი კალორიული მსუყე საკვებები, ტკბილი, წვნიანი (და არა მშრალი) ხილი, ცხიმი, საკვები. ამ ტიპის ადამიანისათვის არ შეიძლება შიმშილობა.

,,კაპხა" - დოშა, ნესტიანი და გრილია. ის განაპირობებს ორგანიზმის სტაბილურობას და სიმყარეს. მისი ტიპის ადამიანები მკვრივი, ძლიერი ტანაღნაგობის არიან, ხშირად ზედმეტად მსუქნებიც. მათ გრილი, მკვრივი ან ცხიმიანი კანი აქვთ და წყნარი, აუჩქარებელი ხასიათი. ,,კაპხა"-ტიპის პაციენტებს ხშირი გაცივება და ხველება ახასიათებთ, ისინი მგრძნობიარენი არიან ცივ, ნესტიან ამინდზე. მათ აწუხებთ აგრეთვე შეკრულობა, ძილიანობა, სისუსტე, გაუბედაობა და სილაჩრე. ხშირად ,,კაპხა"-ტიპის პაციენტები მომჭირნე, თადარიგიანი და ძუნწებიც არიან. მათთვის ყველაზე სასიკეთოა თბილი, მსუბუქი მშრალი საკვები, რომელშიც საკმაოდ გამოირჩევა მწარე, მლაშე, მწოვე გემო და მინიმალურად შედის კარაქი და შაქარი. ,,კაპხა"- დოშის სიჭარბეს აგრეთვე უხდება შიმშილობა და ხანგრძლივი მარხვა.

ხშირად გვხვდება ისეთი ადამიანები, რომელთაც უჭირთ წონის დაკლება. მრავალი დიეტის, ვარჯიშის და წამლების შემდეგ რასაც დაიკლებენ, შემდგომში მალევე იკრეფენ წონას. მათ არ შველის ისეთი ვიწროდ მიმართული პროგრამები რომელთაც სთავაზობენ სხვადასხვა ფორმები, მაგალითად ,,ჰერბალაიფი", ვინაიდან ისინი არიან ,,კაფხა"-ტიპის. ასეთ ადამიანებს დასჭირდებათ ხანგრძლივი კომპლექსი ძალისხმევის, მათ შორის ფიზიკურის, რომელთაც სთავაზობს აიურვედული გამოჯანსაღების სისტემა.

აი რისთვის არის აუცილებელი ჯერ გაირკვეს პაციენტის გენეტიკურ-კონსტიტუციონალური ტიპი და მხოლოდ შემდეგ შეიძლება ნათლად წარმოივდგინოთ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ღონისძიებე-ბის შესაძლო შედეგი.

აიურვედული მედიცინის სამკურნალო ცენტრებში პაციენტს მოეხმარებიან სტრესების მოხსნაში. ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი გაარკვევს მის კონსტიტუციას, დიაგნოზს და მისცემს რეკომენდაციებს დიეტის შესახებ. დაუნიშნავენ მცენარეულ-მინერალურ წამლებს, ჩაუტარებენ სინქრონულ მასაჟს ან მასაჟს სხვადასხვა ზეთების და ცხიმების გამოყენებით. შეურჩევენ და ასწავლიან სწორ ვარჯიშებს, დაეხმარებიან ძვირფასი ქვების და მინერალების ინდივიდუალურად შერჩევაში.

 

 

 

 


ავოტრი: tornike 12-01-2011, 14:40

ტრამვები 

მოყინვა


    მოყინვა ეწოდება დაბალი ტემპერატურეს ზემოქმედების შედეგად განვითარებული ქსოვილების დაზიანებას. მოყინვა შეიძლება განვითარდეს არა მარტო დაბალ ტემპერატურაზე, არამედ +6, +7 გრადუსზეც, თუ დამატებით არის ქარის ხანგრძლივი ზემოქმედება, სიცივე, კიდურების სისველე, ვიწრო ფეხსაცმელი, სისხლნაკლებობა, ორგანოზმის გამოფიტვა, შიმშილი და ა.შ. უფრო ხშირად გვაქვს ქვემო კიდურის თითების, ტერფის, ხელის თითების მოყინვა, უფრო იშვიათია ცხვირის, ნიკაპის, ყურის ნიჟარის მოყინვის შემთხვევები.

მოყინვის სიმძიმის მიხედვით არჩევენ 4 ხარისხის მოყინვას:

I ხარისხი – კანი  ხდება მუქი მოლურჯო, ან მოლურჯო – მოწითალო, რასაც შეშუპება მოჰყვება. არის ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი, წვა, ქავილი, კანის აქერჩვლა. 2-3 დღეში ეს მოვლენები თანდათანობით უკუვითარდება.

II ხარისხის მოყინვისას კანზე წარმოიქმნება ბუშტუკები, ხშირად სისხლიანი შიგთავსით. კანი მკვეთრად შეშუპებულია, თუმცა  დროული მკურნალობით კანის აღდგენა შესაძლებელია, რადგან დაზიანებულია კანის ზედაპირული შრეები.

III ხარისხის მოყინვა აზიანებს კანის ყველა შრეს, რაც იწყებს მის კვდომას (ნეკროზს). მგრძნობელობა ქრება, კანზე გვაქვს სისხლიანი (ჰემორაგიული) ბუშტუკები, ჩნდება წყლულები, რომლებიც მერე ნაწიბუროვანი ქსოვილით ივსება და სტოვებს კვალს.

IV ხარისხის მოყინვა აზიანებს არა მარტო კანს, აგრეთვე რბილ ქსოვილებს (კუნთებს) და ძვალსაც კი. დაზიანებული კიდური უმეტესად ჩირქდება. უმეტეს შემთხვევაში  დაზიანება შეუქცევადია და ხშირად აუცილებელია კიდურის ამპუტაცია.

მოყინვის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სიცივის ზემოქმედების დროს, რაც უფრო ხანგრძლივია სიცივის ზემოქმედება, მით უფრო მძიმეა პროგნოზი. შიცივის ზემოქმედებისას კიდურებზე თავიდან ვითარდება პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმი, რასაც შემდეგ მოსდევს სისხლძარღვების გაფართოება.

პირველი დახმარება მოყინვის დროს მოიცავს დაბალი ტემპერატურის მოცილება, ავადმყოფის გადაყვანა თბილ ოთახში, ან თბილი აბაზანის გამოყენება, რათა აღდგეს სისხლის მიმოქცევა მოყინულ უბანში, თბილი საფენის დადება, რბილი მასაჟი (თუ არ არის კანის დაზიანება) სპირტიანი ან ქაფურით. თუ გვაქვს II-IV ხარისხის მოყინვა და კანის დაზიანება (წყლიანი ბუშტუკების გაჩენა) მასაჟი არ შეიძლება, უნდა შევახვიოთ სტერილურად და თბილი აბაზანის გამოყენება ისე, რომ ტემპერატურე ნელ-ნელა მოვუმატოთ 20-40 ჩ-მდე 20-30 წუთის განმავლობაში. თუ გვაქვს  სისხლიანი ბუშტუკები, კანის მუქი, მოშავო შეფერილობა, აუცილებელია მივმართოთ ექიმს.

ჰომეოპათიაში გვაქვს პრეპარატები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლისმიმოქცევის აღდგენას მოყინულ უბანში და აჩქარებენ აღდგენით პროცესებს დაზიანებულ ქსაოვილებში.

ეს პრეპარატებია: Agaricus, Carbo vegetabelis, ac. Nitricum, Petroleum, Ars.album და სხვა.

Agaricus – ერთ-ერთი პირველი პრეპარატია, რომელიც გამოიყენება მოყინვის დროს. ვაძლევთ C30 განზავებას ყოველ 1 სთ-ში 3-4 ჯერ ზედიზედ, სანამ არ გვექნება გაუჯობესება.


ავოტრი: tornike 12-01-2011, 14:48

 შუა ყურის ანთების მკურნალობა ჰომეოპათიაში

 

     ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების დროს ჰომეოპათიას დიდი დახმარება შეუძლია გაგვიწიოს. ყურის ინფექციები (შუა ყურის მწვავე ანთება) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. პრაქტიკულად ყველა ბავშვმა 6 წლამდე ასაკში ერთხელ მაინც გადაიტანა მწვავე ოტიტი, ხოლო გარკვეული კატეგორიის ბავშვებისათვის ყურის ინფექციები დიდ პრობლემას წარმოადგენს.  ბავშვთა ასაკში ამ პათოლოგიით ხშირი შემთხვევები განპირობებულია ცხვირ-ხახის ანატომიური თავისებურებით, რადგან  ცხვირისა და შუა ყურს შორის ორივე მხარეს არსებობს ანატომიური კავშირი ე.წ. ევსტახის მილი, რომელიც ადრეული ასაკის ბავშვებში ძალზე მოკლე და ფართოა, ამიტომ ცხვირის ნებისმიერი ინფექცია (სურდო) ადვილად აღწევს შუა ყურს და იწვევს მის ანთებას. თავიდან ანთება კატარულ ხასიათს ატარებს, რაც დაფის აპკზე სიწითლით და ყურის ძლიერი ტკივილით ვლინდება. კატარს მოსდევს ექსუდაციის (სითხის) გამოყოფა დაფის აპკის უკან. ეს ექსუდატი შემდეგ ჩირქდება და იწვევს აპკის პერფორაციას (გახვრეტას) და კლინიკურად ამ დროს ტკივილი  ქრება ან მცირდება, ხოლო გარე სასმენ ყურში ვამჩნევთ ჩირქის გამოყოფას.

    რაც შეეხება ჰომეოპათიურ მკურნალობას, ჩვენი პრეპარატებით მკურნალობა შესაძლებელია ყურის ანთების ყველა სტადიაზე. ჩვენი გამოცდილებით, ჰომეოპათიური მკურნალობის შემდეგ მნიშვნელოვნად მცირდება ავადობის სიხშირე. უფრო სწრაფად იხსნება ტკივილის სინდრომი და სწრაფად ხდება პერფორირებული დაფის აპკის აღდგენა.

    ოტიტის კატარულ სტადიაზე ეფექტურია შემდეგი ჰომეოპათიური პრეპარატები: Belladonna, Chamomilla, Fe phosphoricum, Aconit.

    ექსუდაციურ სტადიაში ამ პრეპარატების გვერდით ეფექტურია – Mercurius sol, Silicea, Hepar sulphur, ხოლო ჩირქის გამოყოფის შემდეგ – Pulsatilla, Merc sol, Hydrastis, Kali bichr. გართულების თავიდან ასაცილებლად ენიშნება: Capsicum, Aurum, Silicea.

Mmorecidive otitisas, როგორც კონსტიტუციური საშუალება: Tuberculinum, Na sulphur, Calc carb, Thuja, Silicea, და სხვ.

    Belladonna - ითვლება კატარის პრეპარატად და ფართოდ გამოიყენება ყელის, ყურის კატარული ანთებისას, რაც სიწითლით, ტკივილით ან სიცხით ვლინდება. დაავადება უფრო ხშირად უცებ იწყება, გაციებით. 1-2 სთ-ში შეიძლება ბავშვს დაეწყოს ძლერი ტკივილი ყურში. ასეთ სიტუაციაში Belladonna 6 უნდა მიეცეს ყოველ 15-30 წთ-ში, ტკივილის ჩაწყნარების შემდეგ დღეში 7X- 8X სრულ გამოჯანმრთელებამდე. დაფის აპკი ამ დროს წითელი, მაგრამ ექსუდატი შუა ყურში ჯერ არ არის.

   Chamomilla – ასევე მწვავე კატარული სტადიის პრეპარატია, მაგრამ  Belladonna-გან განსხვავებით პაციენტი ძალიან გაღიზიანებულია, ჭირვეულია, ყვირის, ჩხუბობს, ე.ი. ემოციური სფერო ძლიერ გამოხატულია. ცალი ლოყა შეიძლება წითელი იყოს. ბავშვი სულ ხელში აყვანას ითხოვს. ღიზიანდება ყველაფერზე – შუქზე, შეხებაზე, სათამაშოზე. შეიძლება ასეთმა აღგზნებამ მთელი ღამე გასტანოს.

    Fe phosphoricum – ასევე ანთებითი სტადიის პრეპარატია, ოღონდ ჩივილები ისეთი მკვეთრი და გამოხატული არაა, როგორც Belladonna – ს დროს. დაავადება ნელ-ნელა იწყება, ტკივილიც იმდენად არაა გამოხატული. Fe phosphoricum უფრო ეფექტურია დაავადების ადრეულ სტადიებზე. ზოგი ავტორი რეკომენდაციას იძლევა დავნიშნოთ  Fe phosphoricum სურდოს ყველა ფორმის დროს, ევსტახის მილზე ანთების გადასვლის თავიდან აცილების მიზნით. (ევსტახიიტის პროფილაქტიკისათვის).

    Pulsatilla– ინიშნება მაშინ, როცა ყურიდან შეინიშნება ჩირქოვანი გამონადენი. იგი ხელს უწყობს პროცესის დაჩქარებას და სწრაფ ალაგებას. ოღონდ ამ შემთხვევაში ბავშვის ემოციური სფერო განსხვავდება Chamomilla da Belladonna – სგან. იგი გარეგნულად წყნარია, მოსიყვარულე და დედისგანაც ალერსს ითხოვს, ჩუმადაა, ხშირად ტირის  და  არა აქვს აგრესიულობა. იგი წყნარდება, როცა ვინმე, განსაკუთრებით კი დედა, მიეფერება. მართალია იგი ბევრს ტირის, მაგრამ ეს ტირილი არ გამოირჩევა გაღიზიანებულობით, არამედ უფრო წუწუნის, თავის შეცოდების მიხნით ხდება.

    Hepar sulphur – უფრო უმჯობესია მისი გამოყენება ოტიტის გვიან სტადიებზე, როცა შუა ყურში უკვე ჩამოყალიბებული ჩირქოვანი ექსუდატია. ემოციურად Hepar sulphur სიტუაციის დროს ბავშვი ასევე გაღიზიანებულია, აგრესიულიც კი ხდება. Chamomilla – გან განსხვავებით იგი არ ისვრის ნივთებს და სათამაშოებს, არ ჩხუბობს. იგი უბრალოდ გაგრძნობინებს, რომ იგი გაბრაზებულია. ბავშვს აქვს ძლიერი სიცივის შეგრძნება. ინიშნება იშვიათი მიღებით.

   Mercurius  sol – ასევე ნაჩვენებია ყურის ტკივილისას იმ მომენტიდან, როცა დაიწყო ჩირქის წარმოქმნა. ბავშვი, რომელსაც სჭირდება ეს პრეპარატი შეიძლება ასევე იყოს აგზნებული, მაგრამ იგი ნაკლებად აგრესიულია, უფრო დაბნეულის შთაბეჭდილებას სტოვებს და ხშირად იმპულსურად იძლევა. ყურის ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს. სითბოში, ღამე, ლოგინში თუმცა მკვეთრი დამოკიდებულება ასეთი მოდალობების მიმართ ზოგჯერ საერთოდ არაა გამოხატული.   Mercurius  sol – სთვის დამახასიათებელია ჭარბი, სუნიანი ოფლი, ჭარბი ნერწყვი პირში, სუნი პირის ღრუში, ენის გვერდით კიდეებზე კბილების ანაბეჭდები. ინიშნება C6 განზავება  - 2 ბურთულა 3-4 ჯერ დღეში.

    Silicea – უფრო კონსტიტუციური პრეპარატია, ამიტომ მისი გამოყენება უმჯობესია ყურის ანთების გვიან სტადიაზე. იგი ხელს უწყობს ქრონიკული ანთებისაგან განკურნებას, ნაწიბუროვანი ტკივილების ალაგებას, ჩირქის გამოწოვას. Silicea–ს ტიპის ადამიანისათვის დამახასიათებელია შინაგანი სითბოს დეფიციტი – პაციენტს სულ სცივა, ხელ-ფეხი მუდამ გაყინული აქვს, ხშირად ხდება ავად, დასუსტებულია, ოფლიანობს – უფრო მეტად კიდურებზე და თავის თმიან ნაწილზე. Silicea –ს წარმატებით ხმარობენ იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, მათ შორის აცრებით გამოწვეული გართულებების დროსაც. Silicea –ს ტიპის ადამიანი ასევე რბილი ხასიათით გამოირჩევა, თუმცა არ ითხოვს სიყვარულის ისეთ გამოხატვას, როგორც Pulsatilla. იგი თავმდაბალია, მორცხვი. ტანითაც ზომიერადაა განვითარებული. ინიშნება  30 ან 200 განზავება იშვიათი მიღებით.

    Capsicum – ერთ-ერთი მთავარი პრეპარატია მასტოიდიტის საშიშროების შემთხვევაში. მასტოიდიტი – ყურის ჩირქოვანი ანთების ერთ-ერთი საშიში გართულებაა.  ამ დროს ჩირქოვანი პროცესი გადადის ყუროს უკან მდებარე ძვლოვან მორჩზე, რაც შემდგომ საკმაოდ რთული სამკურნალოა და ხშირად ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს. მასტოდიტის პირველი ნიშნებია ტკივილის გაჩენა ძვლოვან მორჩზე ხელის დაჭერით. ამ დროს საკმაოდ ეფექტურია Capsicum რამოდენიმე მიღება, რომელიც თავიდან აგვაცილებს ამ საშიშ გართულებას.


ავოტრი: tornike 12-01-2011, 14:50

ემოციური მოშლილობანი


    ჩვენს ცხოვრებაში ემოციური სტრესები ჩვენი ყოფის განუყრელი ნაწილია. შეუძლებელია  მთელი ცხოვრება  ისე განვლო, ერთხელ მაინც  არ განიცადო ემოციური სტრესის ყველა საშინელება. ხშირად ადამიანებს წლები სჭირდებათ ხოლმე, რათა აღიდგინონ დაკარგული ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე. ყველა ემოცია ხომ მეტ - ნაკლებად აისახება ჩვენს გონებაში და მოგვიანებით იჩენას თავს უკვე ამა თუ იმ ორგანოს დაზიანებით. მაგ. მედიცინაში ცნობილია ე.წ. ,,სტრესით გამოწვეული კუჭის წყლული”.  ყველა თქვენი ფიქრი და ემოცია, დადებითი თუ უარყოფითი, არამატერიალური სახით აირეკლება გონებაში და შემდეგ განხორციელებას ჰპოულობს (შეიძლება წლების შემდეგაც) თქვენს შინაგან ორგანოებში. ამიტომაა რომ, მსოფლიოს ყველა ფილოსოფიური მოძღვრება ასწავლის ადამიანს  გააწონასწოროს თავისი გრძნობები, უფრო ხშირად განიცადოს დადებითი ემოციები, რადგან დადებითი ემოცია ჯანმრთელობის  განუყრელი თანამგზავრია. ყველაზე ჯანმრთელია ემოციურად გაწონასწორებული ადამიანი.

    ჩვენი ცხოვრება საქართველოში ბოლო წლებში სამწუხაროდ იქცა ნეგატიური მოვლენების ეპიცენტრად. თითქმის ყველა ოჯახში არის ემოციური მოშლილობის პრობლემა, რაც ვლინდება  ნევროზით, შიშებით, უძილობით,  ზოგჯერ დეპრესიით და ფსიქიური დარღვების სახით. ეს კი აუცილებლად იმოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობის საერთო დონეზეც, რადგან ჩვენს გარშემო შექმნილი უარყოფითი ველი  გავლენას ახდენს არა მარტო ემოციურად ლაბილურ ადამიანებზე, არამედ ჯანმრთელებზეც. განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან   პატარა ბავშვები.

    ჰომეოპათიაში მრავლადაა მოწოდებული პრეპარატები ემოციურ მოშლილობების სამკურნალოდ. სწორი წამლის შერჩევა ასეთ სიტუაციაში საკმაოდ რთულია და მოითხოვს ექიმ-ჰომეოპათის კვალიფიციურ დახმარებას. ამიტომ შემოვიფარგლებით რამოდენიმე, ყველაზე პოპულარული პრეპარატით.

Ignatia, Aconit, Nux vomica, Coffea, Chamomilla, Aurum.

    ემოციური მოშლილობის სამკურნალოდ ზუსტად უნდა შეირჩეს კონსტიტუციური პრეპარატი, თანაც მაღალი პოტენციები და იშვიათი მიღებით.

Ignatia – ინიშნება მაშინ, როცა საქმე გვაქვს ახლობელი ადამიანის დაკარგვასთან: ეს შეიძლება იყოს  განშორება შეყვარებულთან,  მეგობართან, ან ახლობლის გარდაცვალება.  ასეთი ტიპის სტრესები ზოგიერთ ადამიანში იწვევს ნევროზის ისეთ ფორმას, რომელიც ვლინდება მომატებული ემოციურობით, რაც ხშირად ტირილში და მელანქოლიურ განწყობაში ჰპოვებს გამოხატულებას, ყელში სპაზმით, ბურთის შეგრძნებით, სიგარეტის ბოლის აუტანლობით. თუ თქვენ ახლობელ ადამიანთან განშორების შემდეგ გაგინვითარდათ ასეთი ემოციური ნიშნები, რასაც თან შემდგომში მოჰყვა ან შეკრულობა, ან კუჭის ტკივილი ან სხვა რაიმე ჩივილი, ყველა ამ შემთხვევაში ეფექტური იქნება Ignatia.

    Aconit – აკონიტი არის შიშის პრეპარატი, წარსულში  ოდესმე გადატანილი ძლიერი შიში, ან უბედური შემთხვევა  წლების მანძილზე ტოვებს კვალს ფსიქიკაში, რაც შემდგომ ვლინდება სხვადასხვა დაავადების სახით. ასეთ შემთხვევაში ეფექტური იქნება  Aconit 200 პოტენციის ერთჯერადი დოზაც კი.   Aconit გამოგადგებათ იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ გაწუხებთ  შიშები, რომელიც უფრო საღამოს საათებში იწყება, და პანიკურ ელფერს ატარებს. სახე ამ დროს ხან წამოწითლებულია, ხან კი გაფითრებული,  თვალები გაფართოებული. შიშებიდან განსაკუთრებით გამოხატულია სიკვდილის შიში. ხშირად კი შიშები   აბსოლუტურად გაურკვეველია.  Aconit –  ეფექტურია ყველა იმ დაავადების დროსაც, რომელსაც თან ახლავს მოუსვენრობა და სიკვდილის შიში (მაგ. ინფარქტის ან სტენოკარდიის შეტევა). პაციენტები ხშირად წინასწარმეტყველებენ თავისი სიკვდილის დღეს. ძილი მოუსვენარია, ტრიალებენ ლოგინში და ეღვიძებათ იმ შიშით, რომ მალე მოკვდებიან.   

    Nux vomica – ამ პრეპარატის სიტუაცია, შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როცა ადამიანი ძლიერ გადატვირთულია საქმით, დილიდან საღამომდე უწევს დაძაბული შრომა, ხშირად მთელი დღის განმავლობაში საჭმლის ჭამასაც ვერ ახერხებს და მერე საღამოს ძილის წინ ღებულობს დიდი რაოდენობით საკვებს, რაც მთელი ღამე დისკომფორტს ქმნის. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ქრონიკული გადაღლის პრეპარატია. თანდათანობით ასეთი დაძაბული შრომის შედეგად ადამიანი ხდება გაღიზიანებული, ვერ ითოკავს ნერვებს, ყვირის, ჩხუბობს, უხეშობს, განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან. მოშლილი აქვს ძილი – გამთენიისას ეღვიძება და მერე უჭირს დაძინება. ზოგჯერ ხმარობს გინებასაც. ასეთი ნერვული გადაძაბვა აისახება მის კუჭ-ნაწლავზეც –აწუხებს ტენეზმები.

   Coffea – გახლავთ ჰომეოპათიურ დოზაში გადაყვანილი ყავა და იგი გამოგვადგება მაშინ, როცა საქმე გვაქვს უძილობასთან, ემოციურ ლაბილობასთან, აღგზნებასთან. ალბათ ყველას განუცდია ყავის ჭარბი რაოდენობით მიღების შედეგად განვითარებული მდგომარეობა  -  აგზნება, რომელიც დაძინების საშუალებას არ გვაძლევს მთელი ღამე.  ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჰომეოპათიურ დოზებში ყავა მკურნალობს სწორედ ასეთ სიტუაციას: როცა ვგებულობთ  რაიმე ახალ ამბავს (სასიხარულოს ან სამწუხაროს), და ემოციური აგზნების გამო მთელი ღამე არ გვეძინება. Coffea – ს ტიპის ადამიანს ტვინში უამრავი აზრი უტრიალებს, პრაქტიკულად ვერასოდესაა მოსვენებული, მოდუნებული

   Chamomilla – ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როცა პაციენტი გაღიზიანებულია, აგზნებულია, აქვს უძილობა და ამას ყველაფერს თან ახლავს ,,ხულიგნური" მანერები – პაციენტი ჩხუბობს, ხმარობს ,,მაგარ" სიტყვებს, ანჩხლობს, უყვარს გინება. იგი მცირე ტკივილისადმიც კი ზემგრძნობიარეა და - ,,აკლებული" ჰყავს გარშემო ყველა. ეს ადამიანი ვერ იტანს შეხებას, ხმაურს, ორგანული პათოლოგია თავს იჩენს უფრო   გადატანილი ემოციური აფეთქების მერე. ბავშვებში Chamomilla – ს ტიპი საოცრად აღგზნებულია, სულ ტირის, განსაკუთრებით აუტანელი სიტუაცია იქმნება კბილების ამოსვლისას ან ყურის ტკივილისას. ამ ტიპის  გამოსაცნობი სიმპტომია ის, რომ ბავშვი მუდმივად ითხოვს ხელში აყვანას. ჩვენ გვქონდა ერთი საინტერესო შემთხვევა:  5 თვის ბავშვს აღენიშნებოდა უძილობა დღის განმავლობაში, მაშინ როცა ღამე ნორმალურად ეძინა. ბავშვი იყო საოცრად გაღიზიანებული, ითხოვდა მუდმივ ყურადღებას და  ხელით ტარებას. დედა და ბებია (პროფესიით ექიმი) სახლში საოჯახო  საქმეს პრაქტიკულად ვერ აკეთებდნენ. ბავშვი ჰყავდათ სამკურნალოდ თითქმის ყველა ცნობილ ნევროპათოლოგთან, მაგრამ რაიმე ორგანული პათოლოგიას ვერ აღმოაჩინეს. Chamomilla - ს ერთმა მიღებამ ნამდვილი სასწაული მოახდინა:  როცა მეორე დღეს ბავშვის სანახავად მივედი, ოჯახში კომიკური სიტუაცია დამხვდა: მთელი ოჯახი გამალებულად ალაგებდა სახლს (მანამდე ეს წარმოუდგენელი იყო, ვინაიდან მთელი დრო ბავშვის ხელში ტარებას მიჰქონდა). ოთახებში ერთი ბრახაბრუხი  და წრიალი სუფევდა, ბავშვს კი მშვიდად ეძინა თავის საწოლში უკვე სამი საათი და ცოტა არ იყოს, ოჯახის წევრები შეშინებული იყვნენ, ამდენი ხანი რატომ სძინავსო.

    Opium -  იხმარება იმ შემთხვევაში, როცა უეცარმა შიშმა ადამიანის ფსიქიკაში დატოვა ღრმა კვალი. თუ გადატანილი სტრესის მერე ადამიანი ხდება არაბუნებრივად ,,მშვიდი”, ჩაფიქრებული, თითქოს შოკშიაო და დაშტერებული გამოხედვა აქვს, სტოვებს ნახევრად მძინარე ადამიანის შთაბეჭდილებას თუ გადატანილი შიშის შემდეგ  განვითარდა სხვადასხვა დაავადებები – გულყრა, ნევროზი – ან სხვა პათოლოგია,  ყველა ამ სიტუაციაში გამოგვადგება  Opium. Opium – იხმარება მაშინაც კი, როცა პაციენტები ნებისმიერი სხვა რაიმე დაავადების დაწყებას უკავშირებენ სწორედ შორეულ წარსულში გადატანილ შიშს. მაგ.: თუ  პაციენტს შეკრულობა დაეწყო ბავშვობიდან -  გადატანილი შიშის მერე, ამ სიტუაციაში საუკეთესო იქნება  Opium- ის ერთი დოზა.

    Aurum metalicum –  დეპრესიის პრეპარატია და იგი  გამოგვადგება დეპრესიებისკენ მიდრეკილი ადამიანების სამკურნალოდ. ხშირად დეპრესიას იწვევს გარშემო სიტუაციაც,  რომელიც  ვითარდება მაშინ, როცა ადამიანს აკლია გარშემომყოფთა დაფასება. მაგ.: შეიძლება წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როცა პაციენტი ადრე იყო თანამდებობის პირი, ჰქონდა ყველაფერი – პატივისცემა, ფული, დაფასება და უცებ რაღაცის გამო (მაგ. იგი დარჩა უმუშევარი) ეს ყველაფერი  დაკარგა. ზოგიერთი ადამიანი ასეთ სიტუაციაში ვვარდება ღრმა დეპრესიაში, ფიქრობს თვითმკვლელობაზე -  ხშირად ირჩევს ფანჯრიდან გადახტომას. სწორედ ასეთ სიტუაციაში გამოგვადგება Aurum metalicum. ბუნებრივია, რომ ასეთი პაციენტები პატივმოყვარენი არიან და მუდმივად ცდილობენ თავისი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილემას, უყვართ როცა გრძნობენ, რომ საჭირონი არიან გარშემომყოფთათვის, ბუნებით გულუხვნი არიან უფრო იმისათვის, რომ ვინმემ შეაქოს, მათთვის მნიშვნელოვანია სხვების აზრი მათ შესახებ. ისინი ვერ იტანენ შენიშვნებს და ყველაფერს იმას რაც შელახავს მათ თავმოყვარეობას. ასეთ პაციენტებს შინაგანი ორგანოების მხრივ ხშირად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ათეროსკლეროზი, აქვთ მწვავე ხანგრძლივი არტერიული ჰიპერტენზიის კლასიკური ნიშნები - პლეთორიული სახე, საფეთქლის და საძილე არტერიების პულსაცია, ცერებრალური ჰემორაგიებისა და ინფარქტის მიმართ მიდრეკილება. Aurum გარეგნულად შეიძლება იყოს მკვრივი,  მძიმე, სქელი კისრით, შავგვრემანი ადამიანი, მოღუშული და დეპრესიული, ან მოუსვენარი, აგზნებული, ტემპერამენტული და ფეთქებადი,  გონება ყოველთვის გადატვირთული აქვთ მომავალზე ფიქრით. Aurum –ის ტიპის ქალებს შეიძლება განუვითარდეთ საშვილოსნოს ფიბრომა. Aurum –ის ტიპის ადამიანების ჩივილები უარესდება სიცივეში, უმოძრაოდ ყოფნისას და ღამე ხშირად აწუხებთ ცხელი ტალღის შეგრძნება სხეულის სხვადასხვა ნაწილში. აქვთ ცივი კიდურები და ცხელი, ჰიპერემიული სახე. რძე, ყავა და ალკოჰოლი მათი საყვარელი სასმელებია, სამაგიეროდ ძალიან არ უყვართ მძიმე საკვები, განსაკუთრებით - ხორცი. 

    ჩვენს ცენტრში აპრობირებულია ჩვენს მიერ შექმნილი კომპლექსური პრეპარატი   Melissa complex, რომლის შემადგენლობაშია კატაბალახა, ბარამბო და სხვა მცენარეული კომპონენტები დაბალ განზავებებში (D3 – D6). ამ პრეპარატის  მიღება შეიძლება კონსტიტუციური პრეპარატების გვერდით, როგორც დამხმარე საშუალება  საჭიროების შემთხვევაში. მაგ. უძილობისას ან ემოციური სტრესის დროს.


ავოტრი: tornike 12-01-2011, 14:54

Homöopathie in Tbilissi:

Klinik „Familienheiler“ macht mit „Familienmedizin“ Erfolge

 

Der Gründer der Homöopathie, Samuel Hahnemann, hatte Anhänger auch in Russland und in der Ukraine. Diese alternative Medizin entwickelte sich dort weiter bis zur Gründung der Sowjetunion. Die Sowjetmacht verbot jegliche alternative medizinische Tätigkeit. Anfang der 90er Jahre begann ein neues Interesse für Homöopathie in der damaligen Sowjetunion. In Moskau und Kiew gab es bereits einige homöopathische Zentren, deren Ärzte mit Kollegen aus dem Ausland zusammen arbeiteten. Aus Russland und der Ukraine gelangte dieses Wissen auch nach Georgien.

Heute wird Homöopathie in einigen Arztpraxen in Tbilissi erfolgreich eingesetzt. Die ”Kaukasische Post” sprach mit dem Gründer und Leiter einer der meistbesuchten homöopathischen Kliniken in Tbilissi ”Familienheiler”, Herrn Tornike Alaschwili. Er ist ordentliches Mitglied der Akademie für ökologische Wissenschaften und Mitglied der internationalen homöopathischen Liga.

K.P.: Wie kam es, dass Sie zur Homöopathie gekommen sind?

T. A.: Während meines Medizinstudiums an der Universität interessierte ich mich besonders für Pharmakologie und Immunologie. Ich suchte nach Mitteln zur Steuerung der Immunität, insbesondere bei onkologischen Erkrankungen (Onko-Immunologie). Aber trotz der Zusammenarbeit mit dem Institut für Physiologie und zahlreichen Experimenten konnten wir das erwünschte Resultat nicht erzielen. Wir waren eingeschränkt bei den Arzneimitteln, und auch unter bekannten Präparaten konnten wir nichts Nützliches finden. Mir wurde klar, dass die Pharmakologie nichts für die Immunität leisten kann. Dies war ein Grund, weswegen ich mich für Volksmedizin interessierte. Ich erlernte chinesische Medizin, Akupunktur, Irisdiagnostik. 1990 wurde ich Leiter der Abteilung für Phytotherapie im republikanischen Krankenhaus in Tbilissi. Gleichzeitig interessierte ich mich für Homöopathie. 1990 gab es die ersten Qualifikationskurse für Homöopathie, die Ärzte aus Deutschland und aus der Sowjetunion gemeinsam veranstalteten. Die damalige Leitung des republikanischen Krankenhauses finanzierte mir die Teilnahme an diesem Kurs. Nach dem Kurs sammelte ich alle nur möglichen Informationen und auch Literatur zur Homöopathie. Wir beschlossen, den Direktor des Homöopathie-Instituts, Herrn Prof. Dr. Benisch aus Deutschland, nach Tbilissi einzuladen. 1990 begannen die ersten kostenfreien Ausbildungskurse für Homöopathie. Bei seinem ersten Besuch gab er ein 8-tägiges Seminar für uns, dann kamen auch seine Kollegen und Schüler und organisierten Seminare für uns und andere Interessenten. 2006-2009 organisierten wir schließlich einen 3-jährigen Kurs für Homöopathie, den holländische Homöopathen leiteten.

K.P.: Sie gründeten die Klinik für Homöopathie und georgische traditionelle Medizin ”Familienheiler”. Was haben Sie mit der Klinik vor?

T. A.: Bisher haben wir alles aus eigenen Kräften gemacht. Die Klinik trägt sich aus den Einnahmen der Privatpraxen. Aber wir wollen jetzt mit Hilfe von Sponsoren einen pharmazeutischen Betrieb aufbauen, so dass wir homöopathische Mittel hier in Georgien nach europäischen Standards produzieren können. Wir hoffen, dass dieses Programm erfolgreich sein wird, denn die Homöopathie ist wirklich „Familienmedizin“, sie heilt Menschen aller Altersgruppen und fast alle Erkrankungen - ohne große materielle Ausgaben, außerdem wird die Immunität gebessert. Wir verwenden keine Immunostimulatoren, sondern helfen, dass die Immunität in ihrer natürlichen Kraft bleiben kann. Psychologische und seelische Probleme werden auch geheilt. Ich glaube, dass Homöopathie die Medizin der Zukunft ist.

K.P.: Wie werden die Arzneimittel hergestellt, werden sie importiert oder aus hiesigen Mitteln zusammengestellt? Mit welchen Ländern arbeiten Sie heute zusammen?

T.A.: Am Anfang brachten wir die Arzneien aus einigen guten Apotheken aus Moskau und Kiew, auch aus Deutschland mit, aber in kleinen Mengen, denn die deutschen Präparate sind sehr teuer. Heute erhalten wir Präparate auch aus Holland und Belgien.


ავოტრი: tornike 12-01-2011, 18:38

ფოტოალბომები: flickr-1

2008 წელი ვიზიტი ჰოლანდიაში

mylivepage-ზე



ფოტოგალერეა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტოგალერეა




 

 

 

 




ფოტოგალერეა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტოგალერეა

 

 

 

 

 

 

 

 

 



 

ფოტოგალერეა

 

 



სტატისტიკა

რეკლამა

  • გამოკითხვა

    1. მკურნალობის რომელ მიმართულებას ანიჭებთ უპირატესობას?

    ქირურგია
    ფარმაკოთერაპია
    ხალხური მედიცინა და ფიტოთერაპია
    ჰომეოპათია

საიტის მეგობრები