7-03-2011, 00:23
11-03-2011, 02:02
პრუვინგები ჰომეოპათიაში: provings.info , Jerimi Sherლიტერატურა: ინგლისურად, რუსულად , ფილინთან гомеопатия
ფორუმები: თბილისი ფორუმი , რადიო თავისუფლებასამეცნიერო კვლევები: ბმულები ფილინთანAre the clinical effects of homeopathy placebo effects? A meta-analysis of placebo-controlled trialsჰომეოპათიური ცენტრები და საზოგადოებები: HOMEOPATHY HOME
12-03-2011, 17:01
17-03-2011, 18:29
ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული
მედიცინის ლიგის პრეზიდენტი:
ბ-ნი თორნიკე ალაშვილი
![]()
11-04-2011, 18:30
--- SILICEA
Silicea-ს ტიპის ადამიანების მთავარი ჩივილებია სისუსტე, დაღლილობა და სიცივის შეგრძნება.
უფრო ხშირად ესენი არიან ქალები მშრალი, მონაცრისფრო კანით, დამყოლი ხასიათით, დეპრესიისკენ მიდრეკილებით, მაგრამ შეიძლება გახდნენ გაღიზიანებული, მტკიცე და გამოიჩინონ ძლიერი ნებისყოფა.
კლინიკური დაკვირვებები იძლევა ამ ადამიანების დამახასიათებელ შემდეგ ნიშნებს: ზედა ტუჩის შესივება, ჯირკვლების ქრონიკული ანთება და ფრჩხილებისა და კბილების მსხვრევადობა.
დამახასიათებელია უხვი ოფლიანობა თავის, ფეხის და ხელისგულის არეში; ოფლი გადმოსცემს ძლიერ საზიზღარ სუნს და ლიმფური კვანძები მტკივნეული და გადიდებულია.
ცივი ამინდი და სიბნელე იწვევს ჩივილების გამწვავებას.
Silicea - მთავარი საშუალებაა შემაერთებელი ქსოვილის ქრონიკული დაავადებების, ლიმფური ჯირკვლების ანთების და სეკვესტრაციით და ფისტულების ფორმაციით მიმდინარე ოსტეომიელიტის სამკურნალოდ.
--- CALCAREA CARBONICA
Calcarea Carbonica არის ტიპი, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ჰომეოპათიურ პრაქტიკაში როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.
ბავშვები მოშვებულები და მსუქნები არიან ჩამოკიდებული მრგვალი მუცლით, დიდი თავით და ფერმკრთალი სახით. მათ აქვთ მასიური ნეკვთები, შეშუპებული ზედა ტუჩი და ნაჭდევიანი კბილები; მაგრამ ზოგიერთებს შეიძლება ჰქონდეს ღია ფერის კანი, გრძელი თმა და აბრეშუმივით წამწამები. ისინი უხვად ოფლიანობენ, განსაკუთრებით სხეულის თმიან უბნებზე, ახასიათებთ გამონაყარი და დერმატიტი.
ხშირად მათ აწუხებთ კისრის და იღლიის ლიმფადენოპათია და ყურის ქრონიკული დაავადებები. ისინი ნელა იზრდებიან და გვიან იწყებენ სიარულსა და ლაპარაკს.
Calcarea Carbonica-ს ტიპის მოზრდილ წარმომადგენლებს ახასიათებს ერთგვარი ზარმაცი განწყობა და ტენდენცია წონის ნაადრევი მომატებისაკენ. ქალები მგრძნობიარენი და ნაზები არიან, ხშირად უჩივიან სისუსტეს, გულისცემას და თავის ტკივილს. მამაკაცებს აქვთ სუსტად განვითარებული კუნთები და აქვთ მიდრეკილება მშვიდობიანი და მოსვენებული ცხოვრებისაკენ.
ეს ადამიანები სავსენი არიან აუხსნელი შიშებით, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება ჯანმრთელობას. ფიქრი და კონცენტრაცია იწვევს მოქანცულობას და ოფლიანობას. პური, ნამცხვარი და კვერცხი მათი საყვარელი საკვებია. ჭამის შემდეგ აწუხებთ სახის და ცხვირის წვერის წამოწითლება.
Calcarea Carbonica - ეფექტურია სხეულის პრაქტიკულად ყველა ორგანოს სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.
ეს კონსტიტუციური ტიპი უმთავრესად ასოცირდება ბავშვობასთან. Calcarea Carbonica-საგან განსხვავებით, Calcarea Phosphorica-ს ტიპის ბავშვები ცოცხლები და მხიარულები არიან, აქვთ მაღალგანვითარებული, მგრძნობიარე ფსიქიკა. ისინი ადვილად იღლებიან და რეაგირებენ ფიზიკურ და გონებრივ აქტივობაზე თავის ტკივილით და ნაწლავების სპაზმებით, რის გამოც არ შეუძლიათ ხანგრძლივი დაძაბვის ატანა. როგორც წესი არიან მორცხვები, მოუთმენლები, უყურადღებონი, მაგრამ აქვთ სწრაფი აღქმის უნარი და ცნობისმოყვარე გონება. მათი ლულოვანი /გრძელი/ ძვლები თითქოს ძალიან სწრაფად იზრდება და ეს აძლევს ბავშვებს აწოწილ, მყიფე შეხედულებას. ისინი იჩენენ ტენდენციას სქოლიოზის განვითარებისაკენ და აქვთ კბილებთან დაკავშირებული პრობლემები. შეიძლება ჰქონდეთ გადიდებული ლიმფური კვანძები. სახასიათოა მათი მიდრეკილება შებოლილი და ცხარე საკვებისაკენ. მათი ჩივილები უარესედება ადრე გაზაფხულზე, თოვლის დნობისას.
Calcarea Phosphorica - ეფექტურია ძვლების ყველა სახის დაავადების სამკურნალოდ და არის გამოხატული კონსტიტუციური საშუალება.
--- CALCAREA FLUORICA
ეს მესამე კონსტიტუციური ტიპია Calcarea-ს ქვეჯგუფიდან, რომელიც გვხვდება როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში.
Calcarea Fluorica-ს ტიპის ბავშვები პატარები და გამხდრები არიან, ასაკთან შედარებით მეტად გამოიყურებიან. მათ აქვთ არასწორი, დამახინჯებული სახსრები ხშირი დაჭიმულობითა და ამოვარდნილობით. მათი ქვედა ყბა წინ წამოწეული და დიდი ზომისაა, კბილები დეფორმირებულია და მინანქარს პრაქტიკულად მოკლებული. მათი კანი თეთრი და მშრალია, ლიმფური კვანძები გადიდებულია და გულმკერდი დაფარულია უხვი ვენური ქსელით.
ამ ტიპის მოზრდილებს აქვთ მორცხვი, გაუბედავი, უნდობელი ხასიათი; სიღარიბის შიში. ყველანაირ პირობებთან შეგუების უნარი წარმოქმნის მათ ძირითად თვისებებს.
Calcarea Fluorica - პრეპარატი ეფექტურია ძვლების, მყესების, იოგების და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებათა სამკურნალოდ.
--- AURUM
Aurum – ის ტიპის ადამიანებს აქვთ მწვავე ხანგრძლივი არტერიული ჰიპერტენზიის კლასიკური ნიშნები - პლეთორიული სახე, საფეთქლის და საძილე არტერიების პულსაცია, ცერებრალური ჰემორაგიებისა და ინფარქტის მიმართ მიდრეკილება.
უფრო ხშირად ესენი არიან ორივე სქესის მკვრივი, მძიმე, შავგვრემანი ადამიანები ან მოღუშული და დეპრესიული, ან მოუსვენარი, აგზნებული და ტემპერამენტული. ფეთქებადი გაბრაზება ხშირი შეტევებით. გონება ყოველთვის გადატვირთული აქვთ მომავალზე ფიქრით, მათაც კი ვისაც მომავალი კარგის მეტს არაფერს უქადის. Aurum – ის ტიპის ადამიანების ჩივილები უარესდება სიცივეში, უმოძრაოდ ყოფნისას და ღამე ხშირად აწუხებთ ცხელი ტალღის შეგრძნება სხეულის სხვადასხვა ნაწილში. აქვთ ცივი კიდურები და ცხელი, ჰიპერემიული სახე. რძე, ყავა და ალკოჰოლი მათი საყვარელი სასმელებია, სამაგიეროდ ძალიან არ უყვართ მძიმე საკვები, განსაკუთრებით – ხორცი.
Aurum-ი მაღალეფექტურია ჰიპერტენზიისა და ათეროსკლეროზის სამკურნალოდ, აგრეთვე სახის ზედა ნაწილის ოსტეომიელიტის სამკურნალოდ.
Argentum Nitricum - ის ტიპის ადამიანების ყველა გონებრივი და ფიზიკური ფუნქცია წონასწორობიდან გამოყვანილია მათი კონსტიტუციური გადახრით. ეს ადამიანები დაღლილები და გამხდრები არიან, ჩაცვენილი თვალებითა და ლოყებით, მონაცრისფრო მოშვებული კანით; მათ აქვთ დარღვევები სხეულის ყველა ორგანოს მხრივ და ფსიქიატრიული ჩივილების სიმრავლე. მთელი ცხოვრება გაუთავებელ დევნაში არიან, ეშინიათ დაგვიანების, გადატვირთულნი არიან პრობლემებითა და საზრუნავით, ყოველთვის აფორიაქებულები და შეწუხებულნი. სიმაღლის შიში და დაუძლეველი ლტოლვა უფსკრულისაკენ ჩვეულებრივი ჩივილია - ბრბოს შიშთან და ბასრი კუთხეების შიშთან ერთად, რომლებიც თითქოს მოიყოლებენ და გაჭყლეტენ. მათ აწუხებთ თავბრუსხვევა, ფეხების სისუსტე, უძილობა. განუწყვეტელი საზრუნავი და საფიქრალი აღიზიანებს მათ, ისინი ადვილად ბრაზდებიან და დეპრესიაში ვარდებიან. მათ ახასიათებთ მელანქოლიის და სასოწარკვეთილების შეტევები მოუსვენრობის და სიკვდილის შიში.
Argentum Nitricum -ის ტიპის პაციენტების ჩივილები უარესდება სიცხისა და ტკბილი საკვებისაგან, აგრეთვე მენსტრუაციის დროს. სუფთა ჰაერი, გრილი ქარი და ძლიერი ზეწოლა მტკივნეულ უბანზე ამსუბუქებს მათ მდგომარეობას. მტკივნეული ორგანოები აღიქმება არანორმალურად დიდად, ნახველს აქვს სპეციფიკური მოტკბო გემო.
Argentum Nitricum - პრეპარატი ფართოდ გამოიყენება ნერვიული დარღვევების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და სხეულის სხვა სისტემების დარღვევათა სამკურნალოდ.
--- PLATINA
ქედმაღლობა, მედიდურობა მთავარი დამახასიათებელი ნიშანია Platina -ს ტიპის ქალებისათვის. მათი თვითდაჯერება და თვითთაყვანისცემა ყველა სხვა ადამიანს უქმნის მათთან შედარებით საკუთარი სიმდაბლისა და უმნიშვნელობის შთაბეჭდილებას. მათი რეაქციები გარეშე მოვლენებზე ხშირად გაზვიადებული და მოულოდნელია; ბედნიერ მსუბუქ განწყობას მოჰყვება გაუგებარი მოწყენილობა, სიკვდილის უეცარი შიში და უძილობა. ნებისმიერი ტკივილი აღიქმება როგორც აუტანელი და აქვს განსაკუთრებული თვისება - თანდათანობით იზრდება და შემდეგ თანდათანობითვე ქრება. Platina-ს ტიპის ქალებს აქვთ აწეული, ინტენსიური სექსუალური ლტოლვა და სასქესო ორგანოების გაზრდილი მგრძნობელობა. ხშირად ვერ იტანენ სქესობრივ აქტს და აწუხებთ მენორაგია. უყვართ პროვოკაციული და მყვირალა ფერები.
Platina - პრეპარატი ძალიან ეფექტურია ისტერიის, ფსიქოსექსუალური პრობლემების, საკვერცხეების დაავადებათა, იპოქონდრიისა და ქრონიკული ტრიგემინიის სამკურნალოდ.
11-04-2011, 19:45
--- BRYONIA
Bryonia-ს ტიპის ადამიანები დათრგუნული არიან მუდმივი ქრონიკული დაავადებებით. ისინი არასოდეს გრძნობენ თავს ბედნიერად და არასოდეს არიან კარგად.
ესენი არიან თავშეკავებული, შავგვრემანი ადამიანები ავადმყოფურად ყვითელი სახით და წაწვეტებული ნაკვთებით. ეძებენ მოსვენებას, სიჩუმეს და სითბოს, მაგრამ ადვილად ღიზიანდებიან და ბრაზდებიან – ეს თვისებები არის ბევრი მათი დაავადებების მიზეზი.
უყვართ ხორცი, ყავა და ალკოჰოლური სასმელები, თუმცა არასოდეს არიან ნამდვილად მშივრები. ზეწოლა მტკივნეულ ორგანოზე იძლევა ტკივილის გაყუჩებას; ლორწოვანი გარსების სიმშრალის გამო სვამენ დიდი რაოდენობით ცივ წყალს.
Bryonia - პრეპარატი ძალიან ეფექტურია ყველა ტიპის ანთებითი პროცესის, ლორწოვანი და სეროზული მემბრანების, აგრეთვე სტრესის და ჰიპოთერმიის შედეგად განვითარებული დაავადებების სამკურნალოდ.
--- LYCOPODIUM
ჩამომხმარი და დანაოჭებული, გამოიყურება ასაკზე უფროსად და გადაღლილად. აქვს ახალგაზრდული გონება, რომელსაც არ შეხებია მძიმე შრომა და ასაკი. ესაა Lycopodium-ის ტიპის ადამიანი.
ვიწრო გულმკერდი, დიდი, ჩამოკიდებული მუცელი, ატროფიული ქვედა კიდურები - გაგანიერებული ვარიკოზული ვენებით, ჩაცვენილი ლოყები და ლურჯი ჩრდილები თვალების ქვეშ - ყველაფერი მიგვანიშნებს ფიზიკური ძალების გადახარჯვაზე, მაგრამ ჭკვიანი და მბრწყინავი თვალებიდან გამოსჭვივის შეუცნობელი ინტელექტი.
არაა გასაკვირი, რომ ასეთი წინაამღდეგობა სხეულსა და გონებას შორის ვნებს ხასიათს და Lycopodium-ის ტიპის ადამიანები, როგორც წესი, ადვილად ღიზიანდებიან, არიან დეპრესიულები, დარწმუნებული საკუთარ თავში და დესპოტურები. ისინი ვერ იტანენ კამათს, შეწინააღმდეგებას, არიან მოუთმენელნი და გულმავიწყნი, ამასთანავე გონება და ენამახვილნი.
მათი ძირითადი ჩივილებია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები, რომლებიც მსუბუქდება მოძრაობით და სითბოთი.
Lycopodium - პრეპარატი მაღალეფექტურია სახსრების რევმატიული და მეტაბოლური დარღვევებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ.
--- ACTEA RACEMOSA
Actea Racemosa -ს ტიპის ადამიანებს ახასიათებთ მჭიდრო კავშირი ფიზიკურ და ფსიქიურ მდგომარეობას შორის.Mercurius Solubilis-ის ტიპისათვის დამახასიათებელი სრულად განვითარებული ნიშნები წარმოადგენს ვერცხლისწყლით ქრონიკული ინტოქსიკაციის შედეგად ხანგრძლივად მიმდინარე მძიმე შეუსვენებელი დაავადების კლინიკურ სურათს. ამ ტიპის ადამიანებს აქვთ გასქელებული, ფერმკრთალი ტუჩები, ცხიმიანი ან მშრალი, მსხვრევადი თმა, იშვიათი წამწამები და არასწორი, დაშლილი კბილები. მათი სახე ცხიმიანი და ნაცრისფერია, მოყავისფერო ლაქებით და ღრმად ჩასმული თვალებით.
ამ ტიპის ადამიანები ხშირად ზარმაცები, ჯიუტები, აპათიურები და ასოციალურები არიან. მათ აქვთ სუსტი მეხსიერება და სუსტი ლოგიკური აზროვნება, ძლიერ განვითარებული დანაშაულის კომპლექსი და სიბრაზის წინასწარ განუსაზღვრელი შეტევები. მათი ტანსაცმელი მოუვლელია, გაცვეთილი და ძველი.
ვერცხლისწყლის სხვადასხვა ნაერთები წარმატებით იხმარება სხეულის პრაქტიკულად ყველა ნაწილში ანთებითი პროცესების ჰომეოპათიური მკურნალობისათვის.
--- DULCAMARA
Dulcamara-ს ადამიანებს აქვთ სიცივისა და ნესტიანი ამინდის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა, რაც იწვევს მათში ყველა სახის რესპირატორულ დაავადებებს, დამახასიათებელ ჭინჭრისებურ გამონაყარს და ფაღარათს.
ესენი არიან ქერა ან წითური მამაკაცები და ქალები თეთრი ჭორფლიანი კანით და მშვიდობიანი ფლეგმატური განწყობით. მაგრამ მაინც, სკანდალის უმცირესი ნიშნისას თავს ვერ იკავებენ იმისგან, რომ ყველა დამსწრესთან ანგარიში არ გაასწორონ.
მოძრაობა და სითბო ძალიან რგებს ყველა მათ ჩივილს, მაგრამ ქავილი ეწყებათ ცივ ოთახში და ხშირად ითხოვენ ყინულივით ცივ სასმელებს. კანზე გამონაყარის და ლიბიდოს გაზრდას როგორც წესი ადგილი აქვს ქალებში მენსტრუაციის წინ.
Dulcamara -პრეპარატი ძალიან ეფექტურია ნესტით და სიცივით გამოწვეული ყველა დაავადების სამკურნალოდ.
--- Aloe
Aloe-ს ტიპს მიეკუთვნებიან მასიური, პლეთორული ხანშიშესული ადამიანები. გაღიზიანებისას ცოცხალი განწყობა, წითელი მგრძნობიარე ცხვირი და ავხორცი ღიმილი აქვთ. ამ ტიპის ქალები პასიური და სუსტები არიან. ისინი სავსე არიან აუხსნელი შიშებით და სიკვდილზე ფიქრებით.
თირკმლის კენჭები /მეტაბოლური დისბალანსის შედეგი/ და ჰემოროიდული კვანძები არის ამ ტიპის ადამიანების უხშირესი ჩივილი. ურჩევნიათ ცივი, მშრალი ამინდი; სითბო და საკვები კი ამწვავებს მათ დაავადებებს.
Aloe - პრეპარატი იხმარება ღვიძლის შეგუბების, ჰემოროიდური კვანძების და მუდმივი ფაღარათობის სამკურნალოდ.
--- GRAPHITES
მცივანობა, სიმსუქნე და მოწყენილი ხასიათი არის ამ ტიპის ადამიანების სამი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი. ამ ხანშიშესულ ადამიანებს არაფრის სურვილი არა აქვთ. არიან მორცხვები, ზარმაცები, უყურადღებონი. მეტისმეტად ბევრს ჭამენ, აწუხებთ შეკრულობა და ,,შინაგანი სიცივის" შეგრძნება.
კლინიკურად ეს კონსტიტუციური ტიპი ავლენს მეტაბოლურ და დერმატოლოგიურ დარღვევებს. შესაბამისად Calcarea - ს და Sulphur-ის, მისი წარმომშობი ორი კონსტიტუციური ტიპის მთავარ დამახასიათებელ ნიშნებს. ამ ადამიანების კანი დაფარულია ნაპრალებით და ფუფხებით და გაფანტული ეგზემატოზური გამონაყარით. ფრჩხილები გასქელებული და დამსკდარია; Alumina-ს ტიპის ადამიანების მსგავსად უჩივიან სახეზე გადაკრული აბლაბუდის შეგრძნებას. მუსიკა და ხმაური ზრდის მათი მოსმენის და კონცენტრაციის უნარს.
Graphites - პრეპარატი მაღალეფექტურია კანის დაავადებათა და ანალური არხის პრობლემების სამკურნალოდ, გამოიყენება ნაწიბურების და პოსტოპერაციული პერიტონეალური შეხორცებების გასაწოვად.
--- THUJA
Thuja-ს ტიპის ადამიანების ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი არის მათი კანი - ლაპლაპა, ცხიმიანი, ღრმად დანაოჭებული, დაფარული მეჭეჭებით, კვანძებით, ხალებით; ფორთოხლის ქერქის მსგავსი დამახასიათებელი ავადმყოფური შესახედაობით. მათი ტუჩები სქელი და მუქი წითელია, თითქოს რძის დანატოვარი თეთრი განივი ხაზით; წარბის კიდეები ჩრდილის დაჭმულს ჰგავს. ქუთუთოები შესივებულია, ხშირია ქუთუთოს ანთება; თმა მშრალია, მსხვრევადი, ქერტლით სავსე, რბილი და მსხვრევადი ფრჩხილები დაფარულია გრძელი ნაპრალებით.
ეს ადამიანები მოუსვენარი და გულმავიწყები არიან, არ არიან დარწმუნებული მომავალში. ფსიქოლოგიური დარღვევები ხასიათდება შიშით, რომ ვიღაც მოსდევს, უყურებს, განსაკუთრებით კი სხეულის შიგნით რაღაც ცოცხალის შეგრძნება აქვთ და იმისა, რომ ვიღაც წევს მათ გვერდით.
ნესტიანი ამინდი და საწოლის სითბო აუარესებს მათ ჩივილებს ხოლო სუფთა ჰაერს მოაქვს შვება.
Thuja-საშუალება ეფექტურად გამოიყენება შარდსასქესო სისტემის დარღვევების, განსაკუთრებით კი ხანგრძლივად მიმდინარე გონორეის და არაგონოკოკური ურეთრიტის სამკურნალოდ.
15-04-2011, 18:14
---IODUM
გაღიზიანებული, მოუსვენარი ადამიანები, გამხდრები და მუქები, შავი თმით და შავი თვალებით. ისინი ჭამენ ბევრს, მაგრამ ყოველთვის მშვრები არიან და ვერ იმატებენ წონაში. საკვების მიღება აძლევთ შვებას, მაგრამ ჭამის შემდეგ თავს გრძნობენ უარესად, ვიდრე მანამდე. ხშირად აწუხებთ გულისცემის, თავბრუსხვევის და აგზნების უეცარი შეტევები, რასაც ზოგჯერ თან ახლავს ძლიერი თავისტკივილი.
დასვენება და ცხელი ამინდი ამწვავებს მათ ჩივილებს, რაც თავის მხრივ, წყნარდება ცივ ამინდში, ცივი აბაზანით და მოძრაობით.
Iodum - პრეპარატი მაღალეფექტურია აქერცვლის გარეშე მიმდინარე კანის დაავადებების, ჩიყვის, სარძევე და სათესლე ჯირკვლების ატროფიის, ბრონქიტების, ბრონქული ასთმის და ადენოიდების ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ.
---BROMIUM
Brom-ის ტიპის ადამიანები ქერა და ფერმკრთალი არიან ღია ფერის თმებით, თვალებითა და კანით, რომელიც ხშირად იფარება მრავლობითი წვრილი გამონაყარით.
მათთვის ძლიერ დამახასიათებელი და თვალშისაცემი თვისებაა ჩივილების შემსუბუქება ზღვის ნაპირზე, როდესაც ზღვიდან ძლიერი ქარი უბერავს; მაშინ როცა თბილი, დახურული ადგილები, ცხელი სასმელები და მარცხენა მხარეზე წოლა აუარესებს ამ ჩივილებს. სხვა სახასიათო ნიშანია სახეზე გადაკრული ობობას ქსელის შეგრძნება.
Bromium - პრეპარატი ძალიან გამოსადეგია რესპირატორული ტრაქტის – განსაკუთრებით ასთმის, ნერვული სისტემის დაავადებების, ლიმფური კვანძების გადიდების და მეხსიერების დარღვევების სამკურნალოდ.
---HEPAR SULPHUR
Hepar Sulphuris - არის კომპლექსური არაორგანული ნაერთი და მის კონსტიტუციურ ტიპს აქვს ორმაგი წარმოშობა - Sulphur -ის და ძლიერი ტუტე შემადგენელი ნაწილის.
კარგად გამოხატული Sulphur-ული ელემენტი განაპირობებს კანის მრავალრიცხოვან დაავადებებს, ღრმა, არასასიამოვნო ოფლიანობას და კანის არაჯანსაღ, მოყვითალო შესახედაობას. ტუტე ელემენტი განაპირობებს ამ ჯგუფისათვის დამახასიათებელ ნიშნებს: სისუსტეს, აპათიას, სახის შეშუპებისაკენ ტენდენციას და ლიმფადენოპათიას.
საერთოდ, Hepar Sulphur-ის ტიპის ადამიანები ნაღვლიანები და დეპრესიულები არიან, ჩივილები უმწვავდებათ ღამით; იშვიათად, თუკი ეს საერთოდ ხდება, არიან ისინი კმაყოფილი იმით, რაც მათ გარშემო ხდება. აქვთ ტკივილის გადამეტებული მგრძნობელობა, ტკივილმა შეიძლება გამოიწვიოს გულისწასვლა. უყვართ ცხელი, ცხარე საკვები და თბილი, ნესტიანი ამინდი. დამახასიათებელი სიმპტომია განივი ნაპრალი ქვედა ტუჩზე.
Hepar Sulphur -ის პრეპარატი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰომეოპათიური საშუალება დაჩირქების და შემოსაზღვრული ჩირქგროვის სამკურნალოდ.
--- Alumina
ალუმინა – ალუმინა (ალუმინის ოქსიდი)
ამ პრეპარატის საკვანძო იდეაა – “სიმშრალე” და “შეკავება”, რომელიც ყველაფერში, ყველა ორგანოს და ფუნქციის დონეზე ვლინდება: ადამიანს აქვს მშრალი საფარველი (კანი, ლორწოვანი გარსები) და “მშრალი” ხასიათი. გვაქვს გამონაყოფი ნივთიერებების შეკავება, რაც ვლინდება ოფლის, ცხიმის, ლორწოს, მენსტრუაციის, გამოყოფის შემცირებით. ხასიათის “სიმშრალე” ვლინდება ემოციების დათრგუნვა-შეკავებით. პაციენტი თითქოს გამოფიტულია, დაშტერებულია, უჭირს აზროვნება და სამყაროს აღქმა. ნელა ფიქრობს და პასუხებს შეკითხვებზე დიდი ხნის გავლის შემდეგ იძლევა. ავადმყოფი გამხდარია, ყველაფრით უკმაყოფილო. განწყობილება დათრგუნულია. მთელ სხეულში გვაქვს უნივერსალური სიმშრალე – სახის კანის იმ დონემდე, რომ თითქოს სახეზე აბლაბუდისმაგვარი რამ აქვს გადაჭიმული, თვალების, პირის ლორწოვანი გარსები სულ მშრალია. ნესტოები დაფარულია წყლულებით და ფუფხებით. უკანა ტანის სიმშრალეს და ნაწლავების პერისტალტიკის დათრგუნვის გამო არის ძლიერი ყაბზობა, განსაკუთრებით ბავშვებში და ფეხმძიმეებში. ავადმყოფს აქვს ცარცის, ნახშირის, ფქვილის, უმი კარტოფილის ჭამის სურვილი.. შეიძლება იყოს კიდურების კანკალიც. Aავადმყოფს ამცივნებს. სიმპტომები მწვავდება სიცივესა და კარტოფილის მიღების შემდეგ. გამოიყენება ანუსის ქავილისას, ქრონიკული შეკრულობისას. საუკეთესო საშუალებაა ისეთი დაავადებებისას, რომლებიც მიმდინარეობენ ატროფიულ-სკლეროზული პროცესების სიჭარბით – ისეთი როგორიცაა გაფანტული სკლეროზი, ალცგეიმერის დაავადება, მიოპათია, პარკინსონიზმი და სხვ. ეს პრეპარატი არის ტუბერკულინური მიაზმის ტიპიური წარმომადგენელი, რომლის ეტიოლოგიაში წამყვანია სკლეროზულ-ატროფიული უბნების გაჩენა (მაგ. თავის ტვინში).
---CINNA
Cinna-ს ტიპი ეკუთვნის ბავშვობის ასაკს. აღწერს ნაწლავის ჭიებით ინვაზირებულ ბავშვს.
ასეთი ბავშვები ჯიუტები და მოღუშულები არიან, წითელი, ღაჟღაჟა ლოყებით ან ავადმყოფურად ნაცრისფერი სახით და თვალების გარშემო მუქი ჩრდილებით. ისინი ტირიან ძილში, აკეთებენ ყლაპვით
მოძრაობებს, იფხანენ და აკრაჭუნებენ კბილებს. ჭამის შემდეგ მალევე შივდებათ; შეხების მიმართ გაზრდილი მგრძნობელობა მათი დამახასიათებელი ნიშანია.
Cinna - პრეპარატი გამოიყენება ბავშვების ჰელმინთურ დაავადებათა სამკურნალოდ.
---BERBERIS
Berberis -ის ტიპის ადამიანებს აწუხებთ სხვადასხვა დარღვევები დაკავშირებული მეტაბოლიზმის ნარჩენი პროდუქტების დალექვასთან ორგანოებსა და ქსოვილებში. მათი ჩვეულებრივი ჩივილები შეიცავს მიკროკრისტალურ ართრიტებს, პოდაგრას და თირკმლის და ნაღველკენჭოვან დაავადებებს
Berberis -ის კოლიკას ახასიათებს ტკივილის ირიდაცია თირკმლიდან ქვემოთ მენჯ-ბარძაყის მიდამოსა და ღვიძლიდან ჭიპის მიდამოში. კოლიკის დროს არის საერთო სისუსტე, სიფერმკრთალე,
ჩავარდნილი ლოყები და ჩაცვენილი თვალები.
მოსვენება ამსუბუქებს ჩივილებს. ზედა ტუჩი შიგნიდან ხშირად მუქი წითელი და ცისფერი ლაქებია.
Berberis - ის პრეპარატი ფართოდ გამოიყენება სახსრების, მატაბოლური დაავადებების, ღვიძლის, თირკმლისა და ნაღველკენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ.
18-04-2011, 15:10
ზურაბ ბიჩინაგური დაბ. 19 მარტი 1963 წ. ,დაამთავრა ВГИК , თვითნასწავლი მხატვარი, მესაჭურვლე, რესტავრატორი. მონაწილეობდა გამოფენებში ქ. თბილისის გალერეებში "მუზა"," ქარვასლა"," უნივერსი" , აგრეთვე, ფესტივალ "ART-გენი" 2005, 2006, 2007 წწ., "ხევსურული საღამო" 2009, 2010, "ვაჟაობა", "შატილობა" . ბატონი ზურაბი ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფეატივალის 05-06 წლების ლაურეატია.
Зураб Бичинагури, родился 19 марта в 1963 году. Окончил ВГИК. Художник, оружейник, реставратор самоучка. Выставлялся в галереях "Муза", "Карвасла", "Универс" в г.Тбилиси, а также на фестивалях: "Art-gen" 2005, 2006, 2007. Участвовал в показах "Хевсурули СагIамо" 2009, 2010; "Важаоба", "Шатилоба". Лауреат национального фольклорного смотра-фестиваля 2005-2006.
1. მკურნალობის რომელ მიმართულებას ანიჭებთ უპირატესობას?