• სახელი:
  • პაროლი:

ავოტრი: Nino 18-04-2011, 15:35

                                                                                     ერწო,  რიწა ირაკლი ვაშაყმაძის პოეზია
                  

    უფლის ცრემლი, ორი ცრემლი
ამერს - ერწო, იმერს რიწა,
ელავს ბოროტების ცელი,
გმინავს მაცხოვარის მიწა.
    სისხლის თქეშში აკვანივით
გადაირწა, გადმოირწა,
უფლის ცრემლი - ერწო,  რიწა,
საქართველოს დედამიწა.
    მოდის მტერი, სახელს მარქმევს,
მონათლულს და სახელიანს,
თითქოს გუშინ დავიბადე,
თვალი ჯერ არ ამხელია.
   მოდის ეშმა,  თოვლის კაცი,
ეს რა ქარიშხლები ქრიან,
დედა ღვთისას ნათლული ვარ
მე ხომ საქართველო მქვია.
 
              14. IX. 2004 წელი


                    

                      


ავოტრი: Nino 26-04-2011, 17:40

---NATRIUM  MURIATICUM

ამ ტიპის ადამიანებისათვის ჭამა უპირველესი და უდიდესი მოთხოვნილებაა. ისინი ყოველთვის მშივრები არიან და წონასაც ადვილად იმატებენ, მაგრამ ეს წონა არაპროპორციულად ნაწილდება _ კისერი უცნაურად გამხდარი და თხელია, სხეულის დანარჩენი ნაწილი კი სქელდება ქვედა მიმართულებით. ჭამისას ოფლიანობენ, ხოლო ჭამის მერე კი გრძნობენ სისუსტესა და ძილის სურვილს. ბევრს სვამენ, მაგრამ არ უყვართ პური და ცხიმიანი კერძები.
ამ ადამიანებს დამჭკნარი, ფერმკრთალი სახეები და ცხიმიანი შესახედაობის კანი აქვთ მრავლობითი გამონაყარით. აქვთ სქელი, მშრალი და დამსკდარი ტუჩები და ნახეთქები პირის კუთხეებში. მათი მუდმივი ჩივილებია სისუსტე და თავისტკივილი; კითხვა იწვევს მხედველობის უეცარ
დაბინდვას, ხოლო ხანგრძლივი ფიქრი და კონცენტრაცია მომქანცველია.
Natrium Muriaticum - ის ტიპის ადამიანები მოღუშული, ცრემლიანი და დეპრესიულები არიან, ახასიათებთ გამოხატული მელანქოლია და იპოქონდრია, გაურბიან დაწყნარებას. დილით განსაკუთრებით სუსტად და დაღლილად გრძნობენ თავს. ბევრი მათი ჩივილი, განსაკუთრებით კი თავის ტკივილი, იცვლება მზის მოძრაობასთან ერთად.
Natrium Muriaticum - პრეპარატს აქვს ფართო მოქმედება და მოქმედების ფართო სპექტრი - შეიცავს ანემიებს, ეგზემატოზურ გამონაყარს, საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემების ფუნქციონირების დარღვევებს.
---NATRIUM  SULPHURICUM

Natrium Sulphuricum- ტიპის ადამიანების ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია მათი გამოხატული შეუთავსებლობა ყველაფერთან, რასაც კავშირი აქვს წყალთან და ზღვასთან. მდინარის ან ზღვის ნაპირზე ცხოვრება, ცურვა, წვიმა, ამინდის ცვლილება და მაღალი ტენიანობა _ ყველაფერი იწვევს მათში ავადმყოფობას, უხასიათობას, დეპრესიას. ზღვის პროდუქტებმა, თევზმა ან უბრალოდ, წვნიანმა ბოსტნეულმა და ხილმა შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მოუნელებლობა და ფაღარათი.
ეს ადამიანები ჩუმი, მოწყენილი და ტირილისაკენ მიდრეკილები არიან, მაგრამ აქვთ აგზნების და ჰიპერაქტივობის უეცარი შეტევები.
ხშირად არიან მოთენთილები, დაღლილები, თითქოს არაფრის სურვილი არა აქვთ, მაგრამ ლოგინში დაწოლა /დასვენება/ მხოლოდ ამწვავებს მათ ჩივილებს; Thujia-ს ტიპის ადამიანების მსგავსად აქვთ მრავალრიცხოვანი პაპილომები და მეჭეჭები.
Natrium Sulphuricum - პრეპარატი გამოიყენება რევმატიული დაავადებების, რესპირატორული, საჭმლისმომნელებელი და შარდსასქესო ტრაქტების მხრივ დარღვევების, ღვიძლის ქრონიკული დაავადებების, პოსტტრავმული თავის ტკივილების და ზურგის ტკივილის სამკურნალოდ.

---NATRIUM  CARBONICUM

Natrium Carbonicum – ის ტიპის ადამიანები სუსტები და ემოციურად არასტაბილურები არიან, არაფრის სურვილი არა აქვთ. მათ აწუხებთ მგრძნობელობა როგორც სიცივის, ისე სიცხის მიმართ და სწრაფად იღლებიან ფიზიკური და გონებრივი აქტივობის შედეგად. მადა, როგორც წესი, გაზრდილი აქვთ, მაგრამ საჭმელი არ მოინელება და იწვევს დიარეას; ხშირად ისინი უჩივიან სახსრებსა და მყესებში გამოხატულ სისუსტეს, რაც იწვევს ხშირ დაჭიმულობას და ამოვარდნილობას.
ისინი გაღიზიანებული და იპოქონდრიულები არიან, ხასიათი ეცვლებათ აბსულუტური განურჩევლობიდან უეცარ
აგზნებამდე და ცრემლებამდე. ყველაზე მატად მუსიკა ატირებთ, ელვამ კი შეიძლება გამიოწვიოს დეპრესია. ჭამა, მოძრაობა და სუფთა ჰაერი ამსუბუქებს ჩივილებს, მაშინ როცა დაძაბვა და მზის შუქი იწვევს გამწვავებას.
Natrium Carbonicum – პრეპარატი ეფექტურია უამრავ დაავადებათა სამკურნალოდ, მათ შორის ცენტრალური ნერვული სისტემის, თვალების, კანის, ზედა რესპირატორული და საჭმლისმომნელებელი ტრაქტების და ქალთა რეპროდუქციული ორგანოების დაავადებების  დროსაც.


---KALIUM   CARBONICUM

Kalium Carbonicum - ის ტიპის ადამიანებს აქვთ ფერმკრთალი, დაუძლურებული და ავადმყოფური შესახედაობა. ისინი უჩივიან სისუსტეს, დაღლილობას და უხვ ოფლიანობას, რაც ხშირად არის ქრონიკული ანემიის შედეგი.
მათთვის ორი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია: შეშუპებული, ჩამოკიდებული ზედა ქუთუთოები და მჩხვლეტავი ტკივილი
 მკერდის მარჯვენა ნაწილში, რომელიც გადაეცემა ზურგს.
ხშირად მათ აქვთ ძალიან მგრძნობიარე ფეხისგულები /როგორც Sulphur – ის ტიპის ადამიანებს/.
Kalium Carbonicum - პრეპარატი გამოიყენება ანემიის, მიელოპროლიფერაციული და გულის კორონარული დაავადებების სამკურნალოდ.
---FERRUM   METALLICUM

Ferrum Metallicum-ის ტიპს მიეკუთვნებიან ახალგაზრდა, სუსტი, ანემიური ქალები, ფერმკრთალები და წყნარები. ისინი ადვილად წითლდებიან ყოველი აგზნებისას. მოკლე სუნთქვა, ხშირი გულისცემა და ფეხების შეშუპება - მათი მთავარი ჩივილებია; მენსტრუაციები ხშირად მტკივნეული, იშვიათი და არათანაბარია.
ეს ადამიანები ხან ძალიან მშივრები არიან, ხან საჭმლის შეხედვაც კი ეზიზღებათ; უყვართ ცხელი, ცხარე კერძები და პური, მაგრამ მიკარებაც კი არ უნდათ ხორცის, ლუდის ან ჩაის, ხშირად აწუხებთ შეკრულობა ან ფაღარათი, განსაკუთრებით ადრე დილით და ღამის საათებში.
Ferrum Metallicum - პრეპარატი იხმარება ქრონიკული ანემიის, ართრალგიის, ამენორეის და ყველა ისეთი სახის ტკივილის სამკურნალოდ, რომელიც მსუბუქდება მოძრაობით.

---ACIDUM  NITRICUM

Acidum Nitricum-ის ტიპს მიეკუთვნება გამხადარი, შავგვრემანი ადამიანები, რომლებიც ავადობენ ქრონიკული ანთებითი დაავადებებით.
ისინი ხშირად შეწუხებული და მოწყენილნი არიან, მაგრამ შეიძლება გახდნენ გაბრაზებული,  გაღიზიანებული და ჰქონდეთ სამაგიეროს გადახდის სურვილი. ვერ იტანენ მარტოობას, მაგრამ უარყოფენ თანაგრძნიბას და დაწყნარებას.
მათი დიეტური სურვილები წინასწარ განუსაზღვრელი და უცნაურია. არ უყვართ პური, ხორცი და რძე, მაგრამ იზიდავთ საჭმელად უვარგისი ნივთიერებები, როგორიცაა კირი, მიწა და ჭამენ დიდი რაოდენობით მარილსა და ცხიმს. კანის მხრივ დარღვევები მრავალფეროვანი და მუდმივია, შეიცავს ადრეულ სიმელოტეს, საზიზღარსუნიან ოფლს, ჰიპერპიგმენტაციას და ანალურ ნახეთქებს.
Acidum Nitricum - პრეპარატი მაღალეფექტურია თვალების, ყურების და შარდსასქესო სისტემის, განსაკუთრებით კი კანის მხრივ ყველა დარღვევის სამკურნალოდ.
---ACIDUM   PHOSPHORICUM

Acidum Phosphoricum-ის ტიპის ადამიანები წარმოადგენენ ნაღვლიან სურათს ახალგაზრდა ქალებისა და მამაკაცებისა, რომლებიც წარსულში მომხდარი ღრმა ფსიქოლოგიური ტრამვით არიან დათრგუნულნი; ერთ დროს კი ბედნიერნი და სიცოცხლით სავსენი იყვნენ.
ახალგაზრდობაში ისინი სწრაფად იზრდებიან და ვითარდებიან, როგორც წესი აქვთ რბილი ხასიათი და მაღალი ემოციური პასუხისმგებლობა და ამრიგად მწვავედ გრძნობენ ყოველდღიური ცხოვრების სიმკაცრეს და სიცივეს. პირადი დანაკარგები, უარყოფა, აკადემიური წარუმატებლობა და, ყველაზე მეტად, გაუზიარებელი სიყვარული ქმნის წინაპირობას მათი სულიერი და ფიზიკური შესაძლებლობების შესუსტებისა მათი ცხოვრების დასასრულამდე.
უჩივიან დაღლილობას, სისუსტეს, კიდურების დამძიმებას, გონებრივი მუშაობის შენელებას და მეხსიერების დარღვევას. წარსული მისწრაფებები და სიამოვნებები მათ აღარ იზიდავს და ცდილობან თავიდან აიცილონ სოციალური შეკრებები, ხალხის თავყრილობები და მოვლენები - უყვართ რძე, ხილი, ლუდი და არ უყვართ ყავა და პური.
Acidum Phosphoricum-ი პრეპარატი პირველ რიგში იხმარება წარსულში გადატანილი დაზიანებებით და სტრესებით გამოწვეული დაავადებების და ძვლების და ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების სამკურნალოდ.

                                                                                                         5     6


ავოტრი: Nino 27-04-2011, 14:54

---MAGNESIA  CARBONICA

Magnesia Carbonica - შეესაბამება, პირველ რიგში, მუქთმიან, გამხდარ ქალებს - ნაზ და სიცივის მიმართ მგრძნობიარეებს.
მათი მთავარი ჩივილები წარმოდგება ნერვული სისტემებიდან - აწუხებთ სპაზმები და კრუნჩხვები, ნევროლოგიური ტკივილები და კბილის ნერვული ტკივილი, ნერვული დიარეა და ხშირად უძილობა. Pulsatilla-ს ტიპის ქალების მსგავსად ისინი უჩივიან პირის სიმშრალეს, მაგრამ არასოდეს არ სწყურიათ და მუდამ სჭირდებათ სუფთა გრილი, ჰაერის შესუნთქვა. ხშირად იღვიძებენ შუაღამისას და აღარ შეუძლიათ დაძინება. დილით კი დაღლილი იღვიძებენ. სითბო და მოძრაობა უხსნით ჩივილებს.
Magnesia Carbonica - ბავშვები ნაზი და სუსტები არიან, გაურბიან სხვა ბავშვების საზოგადოებას და ურჩევნიათ მარტო თამაში. მგრძნობიარენი არიან შეხების, ცივი ჰაერის, ცივი წყლის  მიმართ. აწუხებთ დისპეპსია და რძის აუტანლობა. მათ კანს დამახასიათებელი მომჟავო სუნი აქვს.
Magnesia Carbonica - ეფექტურია ყველა ტიპის ნევროლოგიური ტკივილის, უძილობის და ნერვული ფაღარათის სამკურნალოდ.

---ZINC

Zinc-ის ტიპის ადამიანები გადაღლილები არიან ნერვული დაძაბულობით და უძილო ღამეებით. თავბრუსხვევა, თავის ტკივილები, მეხსიერების დაკარგვა და გონების დაქვეითება - მათი ჩვეული ჩივილებია. მათ ფერმკრთალი, მოყვითალო სახეები და მოუსვენარი ფეხები აქვთ, რომლებსაც სჭირდებათ მუდმივი მოძრაობა და პოზის შეცვლა, განსაკუთრებით საწოლში.
მათ აწუხებთ ქავილი და ტკივილი ხერხემლის გასწვრივ, კუნთოვანი კრუნჩხვები და გამოხატული მგრძნობელობა სინათლის, ხმაურის და შეხების მიმართ. მათი ჩივილები მსუბუქდება ჭამით და სუფთა ჰაერით და უარესდება საღამოობით. ქალებში პრემენსტრუალური პერიოდი ხშირად მტკივნეულია, ან მოყვება დამთრგუნველი, ყრუ თავისტკივილი.
Zinc-ი პრეპარატი მაღალეფექტურია ნერვული სისტემის ყველა სახის დარღვევების, კანის, თვალების, რესპირატორული და გასტროინტესტინალური სისტემების და ქალთა რეპროდუქციული ორგანოების მკურნალობაში.

---STANNUM

ამ ტიპის ადამიანები გვანან ტუპერკულოზით ხანგრძლივად დაავადებულ პაციენტებს. მათ აწუხებთ ქრონიკული ძლიერი საერთო სისუსტე, გულისცემა, ნახველიანი ხველა და მომქანცველი ღამის ოფლიანობა. ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა, ლაპარაკიც კი, იწვევს  საშინელ დაღლილობას; ისინი არასოდეს სხდებიან სკამზე, არამედ ეცემიან, თითქოს არ შეუძლიათ თავის დაჭერა. სხვათა შორის კუნთების და იოგების სისუსტე, არის მიზეზი სწორი ნაწლავის და საშვილოსნოს პროლაფსზე  ჩივილისა.
ამ ტიპის ადამიანების ნახველს აქვს სპეციფიური ტკბილი გემო და მათი ტკივილი ჰგავს Platina-ს ტკივილს - იზრდება ნელა და ნელა გაყუჩდება. ნებისმიერი მოძრაობა ან დაძაბვა იწვვევს მათი ჩივილების გამწვავებას. მტკივნეულ ორგანოებზე ძლიერი დაჭერა იძლევა შვებას.
Stannum-ი იხმარება ფილტვის ქრონიკული დაავადებების და ნებისმიერი დარღვევების სამკურნალოდ, რომლებიც იძლევა ამ ტიპისათვის დამახასიათებელ ტკივილს.

---LACHESIS

Lachesis-ის ტიპის ადამიანები უჩივიან მოჭერის შეგრძნებას და ჰიპერაგზნებადობას, რაც გამოვლინდება მუდმივი აფორიაქებით, ბევრი ლაპარაკით, შიშით და გულისცემით. მათი აზროვნების უნარი ხან ინტენსიური და ნათელია, ხან - მნიშვნელოვნად შენელებული და დაქვეითებული. ამ ტიპის ქალები ხასიათდებიან ეჭვიანობით, გაუთავებელი ჩივილებით და მისტიციზმისაკენ მიდრეკილებით.
კლინიკურად მათი დაავადებები უფრო ხშირად გამოვლინდება სხეულის მარცხენა მხარეს და ღამის გაუარესებით, რის გამოც ეს ადამიანები დილით იღვიძებენ ნაღვლიანნი და მიწყენილები. მათი კისერი ძალიან მგრძნობიარეა, საყელოს უმსუბუქესი შეხებაც კი აღიქმება როგორც ნამდვილი მოხრჩობა და ყლაპვა ხშირად დარღვეულია.
Lachesis - პრეპარატს ეძახიან ,,ჰომეოპათიურ ანტიბიოტიკს", ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი უძლიერესი ჰომეოპათიური საშუალება სეპტიური პროცესების სამკურნალოდ, რომლებიც ემუქრება პაციენტის სიცოცხლეს. აგრეთვე მაღალეფექტურია კარდიო-ვასკულარული დაავადებების და სისხლწარმომქმნელი და ენდოკრინული სისტემების დარღვევათა    სამკურნალოდ.

---COCCULUS

Cocculus-ი შეესაბამება ადამიანებს, რომლებიც მეტისმეტად ბევრს მუშაობენ ფსიქიური და ფიზიკური რესურსების სრული ამოწურვით. გაღიზიანებადობა, საერთო სისუსტე /განსაკუთრებით ფეხების/ შეიძლება გამომდინარეობდეს მათი მუდმივი გადაღლილობისა და ძილის ნაკლებობიდან. ეს ადამიანები მოხრილები არიან და კანკალებენ, აქვთ სიარულის გაძნელება, ხშირად უჩივიან კიდურების გაშეშებას და ტრემორს უმსუბუქესი დაძაბვისას.
თავბრუსხვევა და გულისრევა ნებისმიერი სწრაფი მოძრაობისას არის მათი ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი. საინტერესო სიმპტომია სიმღერის ძლიერი მოთხოვნილება; ყოველთვის არის საჭმლის აუტანლობა წყურვილთან და ნერწყვის გაძლიერებულ გამოყოფასთან ერთად.
Cocculus - პრეპარატი მაღალეფექტურია მოგზაურობით გამოწვეული თავბრუსხვევის და გულისრევის, აგრეთვე ნერვული გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ.

---CARBO  VEGETABILIS

Carbo Vegetabilis-ის ტიპს ეკუთვნიან ადამიანები, რომლებმაც ამოწურეს სასიცოცხლო რესურსების ლიმიტი. ისინი არიან ფერმკრთალი, აქოშინებული, ციანიზური, დასუსტებული და მთლიანად განურჩეველი ყველაფრის მიმართ. ყოველთვის არის საჭმლის მოუნელებლობა მუცლის შებერვით, გაძნელებული სუნთქვით და გენერალიზებული ვენოზური სტაზით. ხშირად ეს  გართულებულია კანის დაწყლულებით, ჰემოროიდალური კვანძებიდან სისხლდენით და მტანჯველი მწველი ტკივილით. ეს ადამიანები გრძნობენ სიცივეს, არა აქვთ არც ძალა, არც სურვილი საცხოვრებლად.
ცივი და თბილი ნესტიანი ამინდი, ცხიმიანი საკვები და ღვინო იწვევს მათი ჩივილების ძლიერ გამწვავებას. დაწოლა აუარესებს ისედაც მოკლე სუნთქვას, მაშინ, როცა დაჯდომა და დადგომა აუარესებს სისუსტეს და თავბრუსხვევას.
აპათია და ნაღველი, იპოქონდრია და განურჩევლობა ცვლიან ერთმენეთს და ამ ადამიანებს არაფერი აძლევს ხანგრძლივ გაუმჯობესებას.
სხვა ჰომეოპათიურ საშუალებებთან შედარებით Carbo Vegetabilis - პრეპარატით მკურნალობა ითვლება პალიატიურ  მკურნალობად, რომელიც ეფექტურია ტერმინალურ მდგომარეობაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება კარდიოვასკულარულ, რესპირატორულ და გასტროინტესტინალურ სისტემებს, აგრეთვე ცენტრალურ ნერვულ სისტემას და კანს.
---BARITA  CARBONICA

ძალიან ახალგაზრდები და ძალიან მოხუცები შეადგენენ Barita Carbonica-ს კონტინგენტს.
ამ ტიპის ბავშვები ჩამორჩებიან გონებრივად და ფიზიკურად. არიან დაბლები, ფერმკრთალები და ავადმყოფურად გამოიყურებიან. მოხუცებს აწუხებთ თავბრუსხვევა, მეხსიერების დაკარგვა, ინტელექტის დაქვეითება, ცნობიერების დაბინდვა. ისინი ეჭვიანები, სუსტები და ნელები არიან, თითქოს დათრგუნულნი ყოველდღიური ცხოვრებით, ვერ აუდიან მის რიტმსა და მოთხოვნებს; მათთვის ყველაფერი წარსულშია.
განსაკუთრებით დამახასიათებელია დიფუზური ათეროსკლეროზი გამოხატული ცერებროვასკულარული დისფუნქციით, რასაც შეიძლება მოყვეს განმეორებადი ცერებრალური სისხლჩაქცევები და ინფარქტები.
Barita Carbonica პრეპარატი - ყველაზე ეფექტური ჰომეოპათიური საშუალებაა მოხუცების და ჩამორჩენილების მკურნალობაში; განსაკუთრებით ათეროსკლეროზული დაავადებების, მომატებული არტერიული წნევის, გადიდებული ლიმფური კვანძების და აორტის ანევრიზმის ფორმირების სტადიის მკურნალობაში.

                                                                                 1      2         4      5     6


ავოტრი: Nino 6-05-2011, 15:50

  დიდგორის   მონატრება


     რუსული ღამე მეუფეობს –
უკუნი, ბნელი . . .
დიდგორთან ვდგავარ . . .
საქართველოს აღდგომას ველი,
აქ სიჩუმეა, ძალუმია წარსულის სუნთქვა,
აქ, ახლაც მესმის ქართულ მახვილს, რაც მტრისთვის უთქვამს.
     რუსული ღამე მაუფეობს იმედმა იკლო,
ეჰ, საქართველოვ, ბასიანი, შამქორი იყო,
ხრესილი იყო,
კოხტა გორას ზღაპარი იყო,
იყო, ჰო, იყო, ყოველივე
ვაი, რომ იყო,
      მამულის  მთა-ბარს მოსეული ურჯულო იყოფს,
დავითი იყო,
თამარი იყო . . .
იყო, ჰო, იყო.
რუსული ღამე მეუფეობს უკუნი, ბნელი,
დიდგორთან ვდგავარ, საქართველოს აღდგომას ველი,
დიდგორთან ვდგავარ, გადამიხსნეს სული ფიქრებმა,
გვინდა დიდგორი . . .
და დიდგორიც ხვალ-ზეგ იქნება.

                                       1972  წელი

         არწივი

ღრუბლიანი დილა გათენდა:
მოწყენილია  ფრინველთა  მეფე  -
კავკასიონის ლაღი არწივი,
და . . . უეცრად ატყდა ჩოჩქოლი,
არწივს  გალიის  კარი  გაუღეს  . . .
მაგრამ  დახე  საკვირველებას,
    აღარ  გამოდის  გალიიდან,
დავიწყებია არწივობა
და  ცაში  ფრენა  . . .
გავიდა . . .
ერთი  . . .
ორი  . . .
სამი  დღე . . .
კვირა  გავიდა,
თვე  გავიდა . . .
კარი  ღიაა,  გალიიდან  აღარ  გამოდის  . . .

                                         1974 წელი

     შემოდგომისპირი

ჩაიწურება მზის ცრემლი ქვევრში
და შემოდგომაც დაიწყებს ღიღინს,
ეჰ, შენ რა იცი ეს სილამაზე,
ჩემო ვანია რა ჯაფად გვიღირს.
    ჯერ კი . . .
ჭრიჭინებს  ჭრიჭინობელა,
გარინდებულა აგვისტოს ხვატი,
ურთხმელის ჩრდილში გაშლილ ჭილოფზე
ბებიას ძინავს ბაბუას ხათრით.

                                       1980 წელი

სასწაული

რიონის  რია, რია,
სიგრილე მოაქვს  ნიავს,
ბაგრატი  . . .
აგერ  . . .  გელათი,
ღმერთო  სასწაულია!!!
მცხეთის  ცას  ზეთი  მოსტირის,
არაგვის რია, რია,
ჯვარი და იქვე არმაზი,
ღმერთო, სასწაულია!!!
წუნდა და ზევით კუმუდო,
მტკვრის მოთქმა, რია – რია
თმოგვი, და . . .
იქვე ვარძია,
ღმერთო, სასწაულია!!!

                                         1976 წელი


ლამაზი   სურვილი

ვინ ამისრულებს ერთ პატარა და ლამაზ სურვილს?!
ხანძთასთან მივწვე . . .   და . . .
ლამაზად დავლიო სული . . .
ვინ შემისრულებს . . .
ერთ უცნაურ და სურვილს წმინდას ! ! !
თუ სიკვდილია ტაოსკართან დავეცე მინდა!
    ვინ ამისრულებს ერთ უცნაურ და ლამაზ სურვილს!
შატბერდთან  მივწვე   და . . . ლამაზად დავლიო სული . . .

                                       1968 წელი












                                                                                        1     2      3     4     5   


ავოტრი: Nino 6-05-2011, 18:15
სინამდვილე

ორი დიდი გველეშაპის
თავზე ქუდი გვახურია,
აქით – ჩვენი გელათია . . .
იქით – ჩვენი ხახულია,
    დავითის მზე,
    თამარის მზე
სისხლში ჩამხრჩვალ – ჩამთვრალია,
აღარ მოდის გაზაფხული,
უსაშველო ზამთარია,
    მტრისგან მოგდებული ძვალი
ახრულ – გახრულ – ჩახრულია,
აქით – ჩვენი გელათია,
იქით – ჩვენი ხახულია,
რუს თურქეთის სამოსელი
გვაცვია და გვახურია.

                                      1974 წელი  სარფი

ავოტრი: Nino 11-05-2011, 18:50

ოქროს საწმისის სამეფო


სული ხარ, გული კავკასიისა,
ხმალი უფლისა, ძირს არ დახრილი.
იმპერიათა მესაფლავე ხარ,
მაცხოვრის სისხლი – მადლად დაღვრილი.

ევრო–აზიის ოქროს კვეთაში
შობილო, ბევრჯერ ჯვარზე გაკრულო,
უსაზღვროობის წიაღ გაისმის,
შენი ,,ლილეო“, შენი ,,ჩაკრულო“

ოქროს საწმისის ქვეყანა გქვია,
წილხვდომილი ხარ ღვთისმშობელისა,
დიდი სამეფო აღმაშენებლის,
მკვდრეთით აღდგომას შენგან ელისა!

საქართველოს სამეფო ოჯახს - დავით ბაგრატიონ მუხრანელსა და ანა ბაგრატიონს 27 სექტემბერს შეეძინათ

ვაჟი, უფლისწული გიორგი

 

 


ავოტრი: Nino 2-06-2011, 15:44

მრვალი ათეული წლების მანძილზე დიდი ძალისხმევის შემდეგ, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა–კურთხევით ჰერეთის მიწაზე წმ. ნინოს სახელობის უძველეს ტაძარში 2011 წლის 1 ივნისს, ნინოობას, სადღესასწაულო წირვა–ლოცვა აღესრულა, რომელიც მეუფე მელქისედეკმა, მამა ბასილმა და სხვა სასულიერო პირებმა ჩაატარეს.

 

ნინოობა წმინდა ნინოს ტაძარში ჰერეთის მიწაზე (სოფ. ალიბეგლო)

 



ავოტრი: tornike 3-06-2011, 16:12

სამების ტაძარში 19.12.2010–ს,ნიკოლოზობას, საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიია დალოცა

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა

 




ავოტრი: Nino 4-06-2011, 13:01

 

                               ნინოობა ჰერეთში

 

ნინოობა დაკარგულ მიწაზე                              

 
    ჰერეთში, საქართველოს უძველეს ტერიტორიაზე მცხოვრები, სამშობლოს საზღვარს მიღმა დარჩენილი თანამემამულეები მიუხედავად ავბედითი წინააღმდეგობებისა დღემდე იცავენ უძველეს ტრადიციებს და მართმადიდებლურ სარწმუნოებას. მათი ზრუნვის, მონდომებისა და დიდი ძალისხმევის შედეგია სწორედ საუკუნეების მანძილზე წირვა-ლოცვის გარეშე დარჩენილი თამარისა და დავითის მიერ აგებული მართმადიდებლური ტაძრების აღდგენა. 2011 წლის 1-ლი ივნისის ნინოობა, ამ მხრივ გამორჩეულია, რადგან უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით, სოფელ ალიბეგლოში (კახის რაიონი) მეცხრამეტე საუკუნეში, 1971 წელს აგებული, მოგვიანებით კი, საბჭოთა ხელისუფლების მიერ საწყობად ქცეული წმ. ნინოს ტაძარი აღდგა. ამ მიზნის მიღწევას სოფლის მცხოვრები ქართველები წლების მანძილზე ცდილობდნენ. XXI საუკუნის პირველი ნახევრიდან ნინოობაზე მრევლმა ტაძარში მისვლა და სანთლების ანთება დაიწყო. აზერბაიჯანის იურისდიქციაში მყოფმა ქართველებმა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქრისტიანული თემი” შექმნა, რომლის წყალობითაც საუკუნეების ოცნებას – ტაძრის აღდგენას მოციქულთა სწორის წმ. ნინოს დრესასწაულზე ხორცი შეესხა. წირვა-ლოცვა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა, მამა ბასილ გიგოლაშვილმა და სხვა სასულიერო პირებმა აღავლინეს. საზეიმო წირვა მეუფემ ქადაგებით დაასრულა: ,,დიდი მადლი ტრიალებს, ის წინაპრები და დიდი ქართველები რომლებიც ამ მიწაზე ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ, ზეცაში ხარობენ, ჩვენთან ერთად დღესასწაულობენ ამ დღეს, რომელიც არის გამაერთიანებელი ქართველთა. წმინდა ნინომ ქრისტიანობა იქადაგა, მისი ლოცვითა და ვაზის ჯვრით შეიმუსრა კერპები ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. ღმერთმა მისცა ჩვენს ერს ძალა, რომ დაიცვას თავი და ჯვრით შეიმუსროს ქართველთა ხილული და უხილავი მტერი”.
    ქართულ მიწაზე, სოფელ ალიბეგლოში ეს მეორე მოქმედი ტაძარია, სადაც უფლის წყალობით ყოველ კვირას წირვა-ლოცვა უფლის სადიდებელ-სავედრებელი გალობით ჩატარდება. 
    მრევლით სავსე ტაძარი სულგანაბული და მომავლის იმედით სავსე თვალებით ისმენდა წირვასა და სადღესასწაულო ქადაგებას. ისტორიული მნიშვნელობის დღე ზეიმით გაგრძელდა. ერთად შეკრებილმა ,,საინგილოს" მოსახლეობამ სტუმრებს ქართული ცეკვებითა და ხალხური სიმღერებით უმასპინძლა. თითოეულ მათგანში ქართული გენი და სიამაყე იგრძნობა, სიამაყე იმისა, რომ ისინი საქართველოს შვილები არიან.

 

ნინოობა ჰერეთის მიწაზე



სტატისტიკა

რეკლამა

  • გამოკითხვა

    1. მკურნალობის რომელ მიმართულებას ანიჭებთ უპირატესობას?

    ქირურგია
    ფარმაკოთერაპია
    ხალხური მედიცინა და ფიტოთერაპია
    ჰომეოპათია

საიტის მეგობრები